ეს არც ისე რთული პროცესია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს! ყველი ბევრად გემრიელი და ნაყიდზე უფრო სასარგებლო გამოდის. რა თქმა უნდა, კონსერვანტების გარეშე.
მისი უპირატესობა ასევე იმაში მდგომარეობს, რომ შეგიძლიათ თქვენი "აქცენტი" გააკეთოთ და მზას არ დასჯერდეთ. მაგ., შეგიძიათ მარტივი კრემის მსგავსი ყველი გააკეთოთ, შემდეგ კი მშრალი ბალახები, სანელებლები, შემწვარი ბეკონი, სოკო დაუმატოთ.
ნადნობი ყველი სახლში მომზადებული
ნადნობი ყველის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ ხაჭო, კარაქი, კვერცხი, სოდა, ასევე ნებისმიერი დანამატი. თავად პროცესი მარტივია, ხოლო ყველი შეგიძლიათ პაშტეტის, რულეტის, სალათების, სოუსებისთვის და დესერტებისთვის გამოიყენოთ.
ინგრედიენტები
- 500 გრ ხაჭო საშუალო ცხიმიანობით
- 0.5 ჩ/კ სოდა
- 1 კვერცხი
- 100 გრ კარაქი
- 1 ჩ/კ მარილი
- 1 ს/კ შაქარი
- 30 გრ კამა
მომზადება
1. პირველ რიგში, ხაჭო საცერში გაცერით.
2. გადარჩეული ხაჭო ქვაბში მოათავსეთ, დაუმატეთ კარაქი, მარილი, შაქარი და სოდა. სურვილის შემთხვევაში კამა ან სანელებლები დაუმატეთ.
3. დაუმატეთ კვერცხი და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
4. მიღებული მასა წყლის ორთქლზე დადგით და მუდმივად აურიეთ.
5. რამდენიმე წუთის შემდეგ მასა წელვადი და გლუვი გახდება. შეგიძლიათ გაზი გამორთოთ.
6. უმჯობესია ნადნობი ყველი მინის ქილაში შეინახოთ. ქილას წინასწარ კარაქი წაუსვით.
7. სახლის პირობებში მომზადებული ნადნობი ყველი მზადაა. ისღა დაგრჩენიათ პურს წაუსვათ. გემრიელად მიირთვით!