» » საბავშვო ზეთიდან დაწყებული, კბილის პასტით დამთავრებული: 9 საშინელი ფაქტი პალმის ზეთზე

საბავშვო ზეთიდან დაწყებული, კბილის პასტით დამთავრებული: 9 საშინელი ფაქტი პალმის ზეთზე

ტკბილეული, პურ-ფუნთუშეული, საბავშვო კვება, შამპუნები.. საითაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან პალმის ზეთია. იაფი და საწარმოოდ მოსახერხებელი ზეთი შედის უამრავი პროდუქტის შემადგენლობაში, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ. უბრალოდ დაფიქრდით: ყოველწლიურად, 500 ათასი ტონა ზეთი ექსპორტირდება აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილიდან.



ახლადდაწურული პალმის ზეთი მდიდარია კაროტინით, ვიტამინი E-თი, ანტიოქსიდანტებითა და გაჯერებული ცხიმოვანი მჟავებით. მაშინ, რატომ კრძალავენ მას ზოგ ქვეყანაში?
რჩევების რედაქცია გაგაცნობთ პალმის ზეთის გავლენას არამხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობაზე, არამედ საერთოდ ეკოლოგიაზე. პროდუქტი კი არა, კატასტროფაა!

რითია მავნე პალმის ზეთი?
პალმის ზეთი კვების ერთ-ერთი უძველესი პროდუქტია, რომელიც პოპულარობით სარგებლობდა ძველ ეგვიპტეში. პალმის ზეთს, რომელსაც ცხიმიანი პალმის ნაყოფისგან მოიპოვებენ, იყენებენ პროდუქტის შესაწვავად, სალათების შესაზავებლად, ნაყინის, მარგარინის, გაყინული პროდუქტისა და ფასტფუდის დასამზადებლად.

საკვები თვისების გარდა, პალმის ზეთს იყენებენ პირადი ჰიგიენის(საყოფაცხოვრებო კიმიის, კრემების, ლოსიონების, კბილის პასტის) საწარმოებლად და ბიოსაწვავად. მავნეა თუ არა პალმის ზეთი და რატომ კრძალავენ მას პროგრესულ ქვეყნებში? მოდით, გავერკვეთ.



პალმის ზეთის გავლენა ჯანმრთელობასა და ეკოლოგიაზე
  1. უმი პალმის ზეთი, რომელსაც ჩვენ, პრაქტიკულად, არ ვხვდებით, წითელი ფერისაა, მდიდარია ვიტამინი E-თი, ბეტა-კაროტინით, არ შეიცავს ქოლესტერინს, ტრანსცხიმებს და ითვლება სასარგებლო პროდუქტად. რაფინირებულ ზეთს სასიამოვნო, ნაღების გემო აქვს, ამიტომ ფართოდ გამოიყენება საკონდიტრო ნაწარმებში. პროდუქტი, რომლის შემადგენლობაშიც პალმის ზეთი შედის, იაფია და დიდხანს ინახება, თუმცა, დამუშავებული ზეთი, სამწუხაროდ, გათავისუფლებულია სასარგებლო ნივთიერებებისგან, რომლებიც მას ბუნებამ არგუნა.



  2. გასაკვირია, თუმცა 1 ს.კ. პალმის ზეთი უდრის ცხიმის დღიური ნორმის ნახევარს. მოხუცები, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები ან ცხიმოვანი ბალანსის დარღვევა აქვთ, უფრო მგრძნობიარე არიან რაციონში პალმის ზეთის არსებობაზე.



  3. ზეთს რეპუტაციას ულახავს არსებობა ისეთი საკვების შემადგენლობაში, რომლებსაც ჩვენ მავნეს ვუწოდებთ: ტკბილეულში, ხანგრძლივვადიან პროდუქტში, ჩიფსებში, ფასტფუდში. კვლევები უკავშირებს პალმის ზეთის ჭარბ მოხმარებას გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და მიოკარდით გარდაცვალების მაღალ რისკს.
    ვთქვათ, თუ ადამიანი ეწევა, ჭარბად იღებს არაჯანსაღ საკვებს და ნაკლებს მოძრაობს, გაჯერებული ცხიმები მას ბოროტად მოექცევიან.



  4. მსოფლიოში კვების პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია Nestle წელიწადში არც მეტი, არც ნაკლები, 420 ათას ტონა პალმის ზეთს ყიდულობს.



  5. პალმის ზეთის მწარმოებლების არასახარბიელო რეპუტაცია მსოფლიოს ქვეყნებში ადამიანებს უარს ათქმევინებს იმ პროდუქტებზე, რომლებსაც იგი შეიცავს. ტრადიციული პალმა მოჰყავდათ სოფლის მეურნეობაში, სხვა მცენარეებთან ერთად, ახლა კი პალმის ზეთის მწარმოებლები სპეციალურ პლანტაციებს ქმნიან.
    უბრალოდ დაფიქრდით: ყოველწლიურად ათასობით ჰექტარი ტროპიკული ტყე იჩეხება მხოლოდ იმისთვის, რომ მსოფლიოს მოსახლეობამ ჯანმრთელობას ავნოს ნახევარფაბრიკატი პროდუქტებით (რომ დაირგოს პალმის ხეები).



  6. პალმების გასაზრდელად ჩეხავენ და წვავენ ტყეებს, რითიც ანადგურებენ ეკოსისტემას და ამცირებენ ბიომრავალფეროვნებას. 1990 წლიდან 2008-მდე პალმის მწარმოებლებმა დედამიწის ტყეების 8% გაანადგურა.



  7. გარეული ცხოველების უამრავი სახეობა, მათ შორის, ორანგუტანგები, კარგავენ ბუნებრივ საცხოვრებელს. ორანგუტანგის ორი სახეობა - სუმატრანული და კალიმანტანური - გადაშენების პირასაა. მიზეზი ისაა, რომ არ არსებობს საკმარისი რაოდენობით საცხოვრებელი პირობები ტყეების გაჩეხვის შედეგად.

    ყოველ წელს, ადამიანისმაგვარი მაიმუნების რაოდენობა 2.5%-ით იკლებს, ხოლო თუ საჭირო ზომებს ახლავე არ მივიღებთ, 10 წლის შემდეგ ეს სახეობა გადაშენდება..



  8. ზეთიანი პალმის პლანტაციებზე მუშაობა დაკავშირებულია ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებთან. რად ღირს მხოლოდ ბავშვების შრომა მალაიზიისა და ინდონეზიის რაიონებში.



  9. ზოგიერთმა ქვეყანამ შეზღუდვა დააწევა პალმის ზეთით პროდუქტის მომზადებაზე, ევროპული სუპერმარკეტების ნაწილმა კი საერთოდ უარი თქვა მსგავსი პროდუქციის გაყიდვაზე იმ მიზნით, რომ როგორღაც მაინც შეამცირონ ჩრდილო-აღმოსავლეთი აზიის ტროპიკული ტყეების ჩეხვა.


ევროპა პალმის ზეთის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია. ეს ზეთი მართლა ყველგანაა - ხაჭოსა თუ არაჟანში, კარაქსა თუ ყველში, ნაყინსა თუ საბავშვო კვებაში. საკმარისია, დახედოთ ეტიკეტს და პალმის ზეთს დაინახავთ. როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს და ეკოლოგიას? შევამციროთ იმ პროდუქტების მოხმარება, რომლების პალმის ცხიმს შეიცავს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.