» » » ებრაული სალათი: 10 წუთი და კმაყოფილი ოჯახის წევრები

ებრაული სალათი: 10 წუთი და კმაყოფილი ოჯახის წევრები

თანამედროვე სამყაროში აუცილებლად უნდა იქონიოთ მარტივი კერძების რამდენიმე რეცეპტი, რომლებიც გადაგარჩენთ როგორც დღესასწაულებზე, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში. ერთ-ერთი ასეთი კერძია ებრაული სალათი. იგი ნამდვილად უნივერსალურია. მისი მირთმევა შეგიძლიათ, როგორც სალათის, ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ პურზე წასასმელად ან იტალიური პასტა-ნიჟარების საკმაზად.



რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, როგორ მოვამზადოთ მარტივი, თუმცა უგემრიელესი სალათი მდნარი ყველებისგან.

ებრაული სალათი
ინგრედიენტები
  • 100 გ მდნარი ყველი
  • 3 კვერცხი
  • 50 გ მაიონეზი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • მდოგვი გემოვნებით
  • შავი წიწაკა გემოვნებით
მომზადება
  1. მოხარშეთ კვერცხი მაგრად და გააცივეთ ცივ წყალში.


  2. დახეხეთ ყველი საშუალო ზომაზე. თუ უცებ ძალიან რბილი ყველი შეგხვდებათ, გააცივეთ საყინულეში.


  3. დახეხეთ კვერცხიც. ერთი კვერცხის გული დახეხეთ ცალკე, სალათის მოსართავად.


  4. შეურიეთ დახეხილი ყველი და კვერცხი, დაუმატეთ მაიონეზი, მდოგვი, წიწაკა და დაჭყლიტეთ ნიორი. ყველაფერს კარგად მოურიეთ. სალათი არ უნდა იყოს თხევადი, უბრალოდ სქელი, მაიონეზით შეზავებული უნდა გახდეს. შეგიძლიათ სალათი მაშინვე დადოთ მაგიდაზე.

ამ სალათთან შეგიძლიათ ექსპერიმენტების ჩატარება. თქვენი ნებაა, დაუმატებთ მას მწვანილსა და ნიორს თუ არა, შეგიძლიათ მისგან ყველის ბურთულები მოამზადოთ და ამოავლოთ საფანელში - კარგი იდეაა სადღესასწაულო სუფრისთვის.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.