» » » ფეხშიშველა სეირნობის სარგებლობის შესახებ დაუსრულებლად შეიძლება საუბარი - გაიხადეთ ფეხსაცმელი ახლავე

ფეხშიშველა სეირნობის სარგებლობის შესახებ დაუსრულებლად შეიძლება საუბარი - გაიხადეთ ფეხსაცმელი ახლავე

ძველი რომაელი, ბერძენი და ეგვიპტელი ბრძენი მკურნალები რამდენი ხნის წინ საუბრობდნენ ადამიანის ფეხშიშველა სიარულის სარგებლობის შესახებ... სოკრატე ამტკიცებდა, რომ ასეთი სეირნობა ასტიმულირებს თავის ტვინის ფუნქციონირებას. ნამდვილად, ადამიანის ტერფში ათჯერ უფრო მეტი ნერვული დაბოლოებაა, ვიდრე სხეულის სხვა ნებისმიერ მონაკვეთზე. თითოეული ნერვული დაბოლოება კი სხვადასხვა ორგანოს ფუნქციაზეა პასუხისმგებელი.


თანამედროვე მეცნიერებიც თანხმდებიან იმაზე, რომ ფეხშიშველა სიარული სასარგებლოა და მეტიც, გვირჩევენ ასე სიარულს ბავშვობის ასაკიდანვე. რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ რატომ უნდა იაროთ ფეხშიშველმა მაქსიმალურად ხშირად და რატომ უნდა მიაჩვიოთ ამას პატარებიც.


როგორ შევეჩვიოთ ფეხშიშველა სიარულს
პედიატრი და ქიროპრაქტიკანტი კეისი ფლეგალი ამტკიცებს, რომ ფეხსაცმლის ტარება იმ ბავშვის ტვინის განვითარებაზე აისახება, რომელიც ახლა სწავლობს სიარულს. ექიმი ამბობს, რომ ტერფი ნერვული დაბოლოებებით ყველაზე მდიდარი ნაწილია სხეულისა, რომლის დახმარებითაც ბავშვები სამყაროს აღიქვამენ. სიარული დაკავშირებულია გააზრებასთან, სამყაროს აღქმასა და ადაპტაციასთან. თუ ბავშვს ფეხსაცმელს მანამ მიაჩვევთ, სანამ იგი სიარულს დაიწყებს, დიდია ალბათობა მოძრაობის ცუდი კოორდინაციის, მუსკულატურის განუვითარებლობისა და თავის ტვინის სუსტი მოქმედებისა.


როცა ბავშვი ფეხშიშველი დადის, ნერვული დაბოლოებები გზავნის იმპულსებს ტვინში, რითაც ავითარებს მის აზროვნებას, სამყაროს აღქმასა და ბავშვის ემოციურ სფეროს. გარდა ხუთი ძირითადი შეგრძნებისა, რომელთა დახმარებითაც პატარა ყველაფერ ახალს აღიქვამს, არსებობს ორი სენსორული სისტემაც, რომლებიც მას საშუალებას აძლევს სივრცეში ორიენტაციისა და წონასწორობის შენარჩუნებისა - ვესტიბულარული და პოპრიოცეპტული სისტემები. ფეხშიშველა სიარული მას საშუალებას აძლევს, სწრაფად აითვისოს სიარული და გაერკვეს სივრცეში, უკეთესად ვითარდება კუნთებიც.


როგორ მოვიქცეთ
მეცნიერულად დამტკიცებულია ფეხშიშველა სიარულის დადებითი გავლენა ადამიანის იმუნიტეტზე. ფიზოლოგების, მ.ე. მარშაკისა და ნ.კ. ვერეშაგინის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტით, რომელშიც 10 მამაკაცი 10 წუთის მანძილზე ფეხშიშველა იდგა ცივ ბეტონის იატაკზე, აღმოჩნდა, რომ ექსპერიმენტის შემდეგ დღეს მოხალისეებს სურდო გაუჩნდათ და დაიწყეს ცემინება. თუმცა, ექსპერიმენტი განაგრძეს და კვირის ბოლოს დაავადება აორთქლდა. ფიზიოლოგები ამას იმით ხსნიან, რომ ტერფები სხეულის თერმორეგულაციაზე აგებს პასუხს.



ჩატარდა ელექტროენცეფალოგრაფიული გამოკვლევებიც, რომლებმაც აჩვენა, რომ ადამიანის ტვინი სხვადასხვა ნიადაგზე სხვადასხვანაირად რეაგირებს. ყინულზე, წვეტიან ქვებზე, ცხელ ქვიშაზე, გირჩებზე ტვინი აგრესიულად რეაგირებს, ხოლო რბილ ხალიჩაზე, ბალახსა და თბილ წყალზე - მშვიდდება.


მაშ ასე, ფეხშიშველა სიარული სასარგებლოა. თუმცა, ნებისმიერი მსგავსი ჩვევა უნდა შემოიღოთ თანდათან. ექიმები გვირჩევენ, დავიწყოთ დღეში 15 წუთიტ. ნუ გაიქცევით თოვლში 2 საათით პირველივე დღეს, რადგან მოუმზადებელ ორგანიზმს ტრავმას მიაყენებთ: გაცივდებით ან ართრიტს გამოიმუშავებთ. ამასთან, უნდა ჩაანაცვლოთ ის ზედაპირები, რომლებზეც დადიხართ. მაგალითად, ზღვაზე ჯერ თვილ ქვიშაზე იარეთ, შემდეგ გრილ ბალახზე და პირიქით.


პატარა ბავშვები ამას უფრო მალე ეცვევიან, თუ მათ მისცემთ მიწაზე, ბალახებზე, კენჭებზე ფეხშიშველა გარბენის საშუალებას. თუმცა, ფეხშიშველა სეირნობამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ ძირს არ ყრია ისეთი საგნები, რომლებიც ბავშვის ტერფებს დააზიანებს. თუ შესაფერისი ადგილი არ გაქვთ სიახლოვეს, შეგიძლიათ შინაც ჩაატაროთ ეს პროცედურა. შეიძინეთ მაღაზიაში 2 კგ კენჭები და მოიშველიეთ დიდი ვარცლი სასირნოდ. ან, აბაზანის მიღებამდე მოაყარეთ ძირს ზღვის მარილი და გაატარეთ ბავშვი.


ასე სიარული სასარგებლოა ბრტყელტერფიანი ადამიანებისა და მათთვის, ვისაც დიდი თითის დეფორმაცია აქვთ ვიწრო ფეხსაცმლის ტარების შედეგათ. ამ პროცედურის სარგებლის გარდა, იგი ადუნებს ნერვულ სისტემას, ხოლო თუ ამასთან ზღვის მარილიან აბაზანასაც მიიღებთ - თქვენს სიამოვნებას საზღვარი არ ექნება.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.