» » » თუ ვარიკოზული დაავადებისადმი ხართ მიდრეკილი ან ძლიერ გიოფლიანდებათ ფეხები, ცვრიან ბალახზე სიარული განსაკუთრებით მოგიხდებათ.

თუ ვარიკოზული დაავადებისადმი ხართ მიდრეკილი ან ძლიერ გიოფლიანდებათ ფეხები, ცვრიან ბალახზე სიარული განსაკუთრებით მოგიხდებათ.

ზაფხული ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვანაირია. ზოგან არ იციან, სიცხეს დას დაემალონ, ზოგან კი ღამით თბილი საბნები ახურავთ და აგვისტოს თბილ სვიტერებში ატარებენ. ასეთი სხვაობის მიუხედავად, ზაფხულის დილა მთელ საქართველოში ერთნაირია - ცვრიანი ბალახი მზის სხივებზე ლიცლიცებს. ბავშვობიდან მახსოვს, ბებია დილაადრიან მხოლოდ იმისთვის გვაღვიძებდა, რომ ასეთ ბალახზე ფეხშიშველებს გვევლო - სწამდა, რომ ეს ჯანმრთელობისთვის ძალზე სასარგებლო იყო. რომ გავიზარდე, ამაზე თავადაც დავფიქრდი და ცვრიან ბალახს დღეს უკვე მე თვითონ ვიყენებ სასიცოცხლო ენერგიის წყაროდ.

თუ საშუალება მოგეცათ, ერთხელ მაინც სცადეთ, როგორია ცვრიან ბალახზე ფეხშიშველა სიარული. დილით, ინათებს თუ არა, გადით მინდორში ან კოინდარზე და თან წაიღეთ ბამბის ზეწარი, რომელსაც ნამის შეწოვის უნარი აქვს. გაშალეთ ბალახზე ისე, რომ ცვრით გაიჟღინთოს, შემდეგ მასზე დაწექით ან ტანზე შემოიხვიეთ. შეგიძლიათ, ზეწარშემოხვეულმა, იმავე დროს, ბალახზე ფეხშიშველა იაროთ. მალე იგრძნობთ, როგორ ივსება ორგანიზმი სასიცოცხლო ენერგიით. გარდა ამისა, ცვარი შეიცავს მინერალებს, რომლებიც ორგანიზმზე ზოგადმომამაგრებელ გავლენას ახდენს. ნამიან ბალახზე სიარული ქვედა კიდურებს უარყოფითი ელექტროსტატიკური მუხტისგან ათავისუფლებს და ტერფებზე განლაგებულ ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე აკუპუნქტურისმაგვარ ზემოქმედებას ახდენს. პროცედურა აუმჯობესებს ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემის ფუნქციებს და საგრძნობლად აკაჟებს მას. თუ ვარიკოზული დაავადებისადმი ხართ მიდრეკილი ან ძლიერ გიოფლიანდებათ ფეხები, ცვრიან ბალახზე სიარული განსაკუთრებით მოგიხდებათ. მტკივან, დაზიანებულ ადგილებზე კი ცვრიანი ქსოვილის კომპრესები უნდა დაიდოთ.

გახსოვდეთ: აუცილებელია პროცედურების რეგულარულად ჩატარება. ქალბატონებს ვურჩევ, ცვრით სახის კანიც ასაზრდოონ - თვალსა და ხელს შუა გაახალგაზრდავდებიან. ამისთვის ცვრით დასველებული ნატურალური ქსოვილის პატარა ნაჭერი სახეზე უნდა დაიფარონ, ოღონდ მანამდე პირი კარგად უნდა დაიბანონ თბილი წყლით.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.