» » » დიეტოლოგი-ენდოკრინოლოგი: "ფაფები რძესთან შეუთავსებელი პროდუქტია"

დიეტოლოგი-ენდოკრინოლოგი: "ფაფები რძესთან შეუთავსებელი პროდუქტია"

ჩვენ ყველას ბავშვობიდან გვესმის რძიანი ფაფების სარგებლობის შესახებ. ადამიანები ზრდასრულ ასაკშიც იწყებენ ხოლმე დღეს ასეთი კერძით. შვრია, რძე და ხილი - მარტივი და მკვებავი საუზმეა. ფაფისა და რძის კომბინაცია დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა დიეტურ, სასარგებლო საკვებად. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თანამედროვე დიეტოლოგია საპირისპიროს ამბობს.



დიეტოლოგები ერთხმარ ამტკიცებენ, რომ ფაფები რძესთან შეუთავსებელია. რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ რამ მისცა მათ ასეთი აზრის საფუძველი.

ფაფების სარგებელი ჯანმრთელობისთვის
სულ ცოტა ხნის წინ დაიწყეს საუბარი ცხოველური წარმომავლობის რძის მავნებლობაზე 12+ ასაკის ადამიანისთვის, რადგან წლებთან ერთად ადამიანს სულ უფრო უჭირს ლაქტოზის გადამუშავება. ასევე, საუბრობდნენ გლუტენის მავნებლობაზეც, რომელსაც უამრავი ფაფა და ცომეული შეიცავს. თუმცა, თითოეულ ადამიანის ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურება აქვს და მხოლოდ სპეციალური ტესტი თუ აჩვენებს, თუ რა არის თქვენთვის უკუჩვენებული და ეს ყოველთვის გლუტენი ან ლაქტოზა არაა.


თუმცა, თანამედროვე კვლევები დიეტოლოგიაში ადასტურებს, რომ რძიანი ფაფები ცუდად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ და ენდოკრინულ სისტემებზე. ექიმი დიეტოლოგ-ენდოკრინოლოგი კიევის ჯანმრთელობის ცენტრიდან ნატალია სამოილენკო არ გვირჩევს რძიან ფაფებს: "მე ვთვლი, რომ ეს ორი პროდუქტი შეუთავსებელია. ფაფა - ეს სასარგებლო სრულმარცვლოვანი პროდუქტია, რომელიც უნდა მიირთვათ სალათებთან და არა რძესთან ერთად. რძე კი - ეს დმაოუკიდებელი საკვებია, რომელიც სხვა პროდუქტებისგან განცალკევებით უნდა მივიღოთ."


დიეტოლოგის თქმით, რძიანი ფაფები - უბრალოდ საბჭოთა სამზარეულოს გადმონაშთია. ევროპულ ქვეყნებში არასდროს ხარშავენ ფაფებს რძით. ჩვენს ტრადიციებშიც, ჩვენი წინაპრები არ ამზადებდნენ ფაფებს რძით, ისინი წყალს იყენებდნენ. მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გაჩნდა მითი რძიანი ფაფის სარგებლობის შესახებ, განსაკუთრებით, წიწიბურის.


თვითონ ფაფები ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და ანაყრებს შიმშილის გრძნობასაც. ისინი ორგანიზმს ავსებს საჭირო მიკროელემენტებით, გამოდევნის ქოლესტერინს და გავსებთ ენერგიით. ამიტომ, ისინი იდეალურ საუზმედ მიიჩნევა.

რძე სასარგებლოა სპორტსმენებისთვის, ოსტეოპოროზის მქონე ადამიანებისთვის, გაციებისა და ანტიბიოტიკების მიღების პერიოდში. თუმცა მაინც, ნუ მიირთმევთ მას სხვა პროდუქტებთან ერთად, მათ შორის, ყავასთან.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.