ოროვანდი გასაოცარი მცენარეა. მისი ფესვები, ნაყოფი და ფოთლები სხვადასხვა პრეპარატის დასამზადებლად გამოიყენება. ამ მცენარის დახმარებით კურნავენ დაავადებებს, ჭრილობებს, აძლიერებენ თმებსაც კი.
რამდენიმე წლის წინ, მე სრულიად შემთხვევით გავიგე, თუ როგორ უნდა მოვუარო ტერფებს ოროვანდის ფოთლების გამოყენებით. მეორე წელს ტერფებზე ერთი ნახეთქიც კი აღარ მქონდა.
ამ სტატიაში Rchevebi.com-ის რედაქცია მოგიყვებათ, თუ რა სასარგებლო თვისებები აქვს აღნიშნულ მცენარეს და როგორ უნდა გამოიყენოთ იგი.
ოროვანდის ფოთლების გამოყენება
ჩვეულებრივ, ზაფხულში ფეხშიშველა სიარულის გამო ტერფები უხეშდება და მახინჯდება ისე, რომ ღია ფეხსაცმელში სიარული შეუძლებელი ხდება. ვინაიდან უქმეებს აგარაკზე ვატარებთ, ხშირად, ფეხშიშველა დავდივართ. ამაზე უარის თქმა რთულია - ფეხშიშველა სიარული ძალიან სასარგებლოა.
აგარაკზე მეზობელი ქალი მყავს, რომელსაც დიდი ხანია სახსრების დაავადება აწუხებს. მწვავე ტკივილების მოსახსნელად იგი ოროვანდს, უფრო სწორად, მის ნაყენს იყენებს. მან დიდი ხნის წინ შენიშნა, რომ ოროვანდის რამდენიმე კომპრესის შემდეგ, მთელი ძველი, უხეში კანი ტერფებზე მარტივად ძვრებოდა.
სწორედ მაშინ, მან გადაწყვიტა ნაყენზე უფრო მსუბუქი საშუალება მოემზადებინა ოროვანდისგან და მეც მასწავლა მისგან კომპრესების გაკეთება, რომლებიც მთელი ღამის მანძილზე უნდა გაიჩეროთ დაზიანებულ მონაკვეთზე.
უნდა გააკეთოთ ოროვანდის ფოთლების "პიურე", შეურიოთ თაფლს, დაუმატოთ მცირეოდენი ფქვილი და გაიკეთოთ კომპრესები შემდეგნაირად: დაიდეთ ეს კომპრესი ტერფებზე, შეიხვიეთ ნებისმიერი ქსოვილით და დილით დაამუშავეთ - უხეში კანი მარტივად აძვრება ტერფებს.
ასეთი პროცედურის შემდეგ, არ დაგჭირდებათ პედიკურის გაკეთება. თუ ერთი პროცედურა არ გეყოფათ, შეგიძლიათ კიდევ ორჯერ გაიმეოროთ. უბრალოდ ყურადღება მიაქციეთ კანის მდგომარეობას და თვითონ მიხვდებით, როდის უნდა გაჩერდეთ.
სხვათაშორის, ოროვანდის ფესვების ნაყენი ზეითუნის ან ნუშის ზეთით, ხალხურ მედიცინაში გამოიყენება თმების გასამაგრებლად. ოროვანდის ნახარშს, ასევე, იყენებენ როგორც შარდ- და ოფლმდენ საშუალებად.