» » » პროფესორ ვარაბევის ტანვარჯიში: ზედმეტი ძალისხმევისა და დაძაბულობის გარეშე

პროფესორ ვარაბევის ტანვარჯიში: ზედმეტი ძალისხმევისა და დაძაბულობის გარეშე

რამდენი ხნის მანძილზე ზიხართ სამუშაო მაგიდასთან? ნორმაზე უფრო მეტს მუშაობთ? ოფისის პლანქტონებისთვის სიტყვა "ვარჯიშიც" კი უკვე უცხოა. ისინი მუდმივად მომავლისთვის დებენ ვარჯიშსა და სეირნობას, თუმცა მუდმივად ჩნდება ახალი სამუშაო, კონკურენტები, უფროსობა შედეგს მოითხოვს, ფიზკულტურისთვის კი დრო ისევ აღარ რჩებათ. სამაგიეროდ, მუდმივად სტკივათ ზურგი, უშუპდებათ ფეხები, სტკივათ თვალები. ასეთი ოფისური ცხოვრების წესი წლიდან წლამდე ანადგურებს ჩვენს ორგანიზმს და აჩქარებს მის დაბერებას.



აი, უკვე რამდენიმე ათწლეულია ექიმები განგაშის ზარს სცემენ. მათი კვლევებით, ოფისებში თანამშრომლები დღეში 8-10 საათის მანძილზე სხედან, იღუპავენ ჯანმრთელობას, ექვემდებარებიან სერიოზულ სიმსუქნეს, დიაბეტს, კიბოს, ხერხემლის, გულის, თირკმლების დაავადებებსა და ნაადრევ გარდაცვალებას.
საინტერესოა, რომ ამ პრობლემის გადაჭრის გზა მოიგონეს იმ დროს, როცა ჰიპოდინამიის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, თვითონ ოფისის პლანქტონის ცნებაც მაშინ უცხო იყო.

ვარაბევის სავარჯიშოები
საბჭოთა კავშირში მშრომელებზე ზრუნვა პროპაგანდის ნაწილი იყო. იმ დროში აღზრდილებს გემახსოვრებათ, როგორ "გადმოსცემდა ვარჯიშებს" რადიო. სახლში ვარჯიშის გარდა, იმ დროის უამრავ დაწესებულებაში ტარდებოდა კოლექტიური ვარჯიშები, რომლებსაც რადიო დღის 11 საათზე გადმოსცემდა.

გასული საუკუნის 80-იანი წლების გონებრივად მომუშავეებისთვის შემუშავდა სავარჯიშოთა კომპლექსი, რომელიც ადამიანს დაძაბულობას უხსნის სკამიდან ადგომის გარეშე.



იგი უამრავი სერიოზული დაავადების პროფილაქტიკას ემსახურება: მხედველობის გაუარესება, მეხსიერების დარღვევა, ხერხემლის დაავადებები, შაკიკი და ჭარბი წონაც კი, რომლის მიმართ მიდრეკილებაც სწორედ მჯდომარე სამსახურის შედეგად ჩნდება.



უჩვეულო მეთოდის ავტორი, რომელმაც აქტუალობა დღემდე შეინარჩუნა, სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორი, ყოფილი სამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკი ვასილი ვარაბევია. ამ პროფესორის მიერ შემუშავებული სავარკოშოები იმდენად პოპულარული იყო, რომ სსრკ-ში ორჯერ მოიპოვა ოქროს მედალი.

ეს სავარჯიშოები არ მოითხოვს საქმისგან მოწყვეტას და განსაკუთრებულ პირობებს: მათი შესრულება სამუშაოსკენ მიმავალ გზაზე ან პირდაპირ სამუშაო სკამზე შეგიძლიათ. სულ 6 წუთი, გამოყოფილი ყოველ 1 საათში, და დაძაბულობა უბრალოდ გაქრება.

  1. ქუსლების წამოწევა
    წინასწარ გაიხარეთ მაღალქუსლიანი ან სქელძირიანი ფეხსაცმელი. სკამზე ჯდომისას წამოწიეთ ქუსლები ისე, რომ ცერები არ დააშოროთ იატაკს. ფეხები ერთად უნდა გელაგოთ, ზურგი სწორად. გაიმეორეთ ორმოცჯერ.
  2. ცერების წამოწევა
    ასევე ორმოცჯერ წამოწიეთ ცერები ისე, რომ ქუსლები არ მოსწყვიტოთ იატაკს.
  3. თეძოები
    ეს სავარჯიშო შეგიძლიათ როგორც ჯდომის, ისე დგომის ან სიარულის დროს შეასრულოთ. რიტმულად დაჭიმეთ თეძოს კუნთები ორმოცჯერ მაინც.
  4. მუცელი
    მუცლის კუნთების ვარჯიში, შეთავსებული სუნთქვით სავარჯიშოებთან დღეში 3-4 მისვლით საგრძნობლად დაჭიმავს პრესს. შეწიეთ მუცელი ჩასუნთქვისას და მოადუნეთ ამოსუნთქვისას. რეკომენდებულია 15-20 გამეორება.
  5. ზურგი
    ზურგის კუნთების ვარჯიში შეგიძლიათ მჯდომარე და მდგომარე მდგომარეობაში. ორმოცჯერ შეაერთეთ ბეჭები ხერხემალთან და გაშალეთ.
  6. ხელები
    მომუჭეთ და გაშალეთ ხელები, გვერდზე გაშლილ მდგომარეობაში, მხრების დონეზე. ეს სავარჯიშო არამხოლოდ თითებს გაახურებს, არამედ დაასვენებს ზურგსაც. მთავარი პირობაა სწორად ჯდომა ან დგომა. გაიმეორეთ ორმოცჯერ.


  7. თავი
    რიტმულად აბრუნეთ თავი 180 გრადუსით: გაიხედეთ მარჯვნივ, გაიხედეთ მარცხნივ. გაიმეორეთ ორმოცჯერ.



  8. ნიკაპი
    გაასწორეთ ზურგი, მხრები გააჩერეთ და ნიკაპით მიიზიდეთ წინ. გაიმეორეთ რეგულარულად ორმოცჯერ, ასე გააუმჯობესებთ სახის კონტურს და ხელს შეუშლით ღაბაბის გაჩენას.
თუ დღის განმავლობაში დიდ დროს ატარებთ მაგიდასთან ან კომპიუტერთან, აუცილებლად შეასრულეთ ეს სავარჯიშოები, რათა მაქსიმალურად შეუმსუბუქოთ ყოფა ორგანიზმს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

memogzauri от 3 აპრილი 2019 18:45
კარგი რჩევებიააააააააა

https://3flightdelay.com
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.