ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ ყველაზე უფრო ეფექტური სამკურნალო ტანვარჯიში არის. ის კისრის არეში სისხლის მიმოქცევას არეგულირებს და მის სწორ მდგომარეობას აღადგენს. ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურად ექიმი ბუტრიმოვის ვარჯიშები ითვლება, რომელიც მან 30 წლის წინ შეიმუშავა. ამის შესახებ დღეს "რჩევების" რედაქცია გიამბობთ.
ტანვარჯიში კისრის ოსტეოქონდროზის დროს
კისრის ოსტეოქონდროზი - ეს დაავადებაა, რომელიც თანდათანობით ინტერვერტებერალური სახსრების ხრტილოვანი ქსოვილის და კისრის არეში დისკის დარღვევის პროცესს წარმოადგენს. რატომღაც ამ სიმპტომს უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე მაგ., გაციებას.
როცა საქმე ძლიერ ტკივილამდე მიდის, როცა თავის მობრუნებაც კი ძალიან გვიჭირს, მკურნალობის პროცესი რთულდება, ხანგრძლივი და ხარჯიანი ხდება. აღსანიშნავია, რომ დაავადების პირველი ნიშნები უკვე 25 წლის ასაკში ჩნდება.
კისრის არეში ბევრი სისხლძარღვი და ნერვული დაბოლოება არის კონცენტრირებული. ოსტეოქონდროზის დროს იკუმშება ხერხემლის არტერია, რომელიც ნათხემის, მოგრძო ტვინის და თავის ტვინის უკანა ნაწილის კვებას უზრუნველყოფს. შედეგად ადამიანს მოძრაობის კოორდინაცია დარღვეული აქვს, შეიძლება წონასწორობის შეგრძნება დაკარგოს, მხედველობა და სმენა გაუარესდეს, ზოგჯერ ამან შეიძლება ინსულტი გამოიწვიოს. ასე რომ, როგორც კი კისრის არეში დისკომფორტს იგრძნობთ, ექიმს მიმართეთ.
ვლადიმირ ალექსანდროვიჩ ბუტრიმოვი - ექიმი-რეფლექსოლოგი, ციგუნთერაპევტი, ფსიქოთერაპევტი და სამკურნალო ტანვარჯიშის ინსტრუქტორია . 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სწავლობდა და კისრის არეში ოსტეოქონდროზის მკურნალობისა და კუნთების კორსეტის გაძლიერებისათვის ყველაზე ეფექტური მეთოდები და ვარჯიშები შეაგროვა. მისი ტექნიკა ფართოდ გავრცელდა და ბევრი ადამიანი განიკურნა.
ვარჯიში ციგუნი კისრის კუნთებს ავარჯიშებს და კისრის სახსრებს ავითარებს. ტანვარჯიში შესასრულებლად საკმაოდ მარტივია, თუმცა მნიშვნელოვანი წესი უნდა დაიცვათ. ექიმი ბუტრიმოვი თვლის, რომ ამ ვარჯიშის შესრულების დროს აუცილებელია სრული რელაქსაციის მიღწევას. თქვენ მოდუნებული უნდა იყოთ და ყველაფერი ძალიან ნელა უნდა შეასრულოთ.
სწრაფი მოძრაობა არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ და ერთი ვარჯიშიდან მეორეზე სწრაფად არ გადახვიდეთ. ეს არა მხოლოდ ბუტრიმოვის ტანვარჯიშს ეხება, არამედ ნებისმიერ ვარჯიშს, რომელიც ხერხემლის მკურნალობაზე არის მიმართული.
ამ ვიდეოში ბუტრიმოვის ტანვარჯიშის ნაწილი არის მოცემული, რომელიც დღეში 2-ჯერ, ან უფრო მეტჯერ უნდა შეასრულოთ. მაგ. სამუშაო ადგილს წახემსების პერიოდში. მხოლოდ გახსოვდეთ - ვარჯიში ნელა უნდა შეასრულოთ.
პლანეტის მოსახლეობის 90% კისრის ოსტეოქონდროზით იტანჯება. სწორედ ამიტომ, თუ თქვენ ნაკლებად მოძრავ ცხოვრების წესს ეწევით და თქვენი კისერი მოღუნულია (კომპიუტერთან მუშაობა, ლექციების წერა). აუცილებლად კისრის სპეციალური ვარჯიშები შეასრულეთ. თუ კისრის არეში დისკომფორტს ან ტკივილს გრძნობთ, აუცილებლად კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ, თუ როგორ შეასრულოთ ტანვარჯიში.
ხერხემლის ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ, რადგან მასზე მთელი ორგანიზმის ფუნქციონირება არის დამოკიდებული. ასევე ინფორმაცია სამკურნალო ტანვარჯიშის შესახებ მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ!