მომთმენი, ალერსიანი და მშვიდი მშობლები, რომლებიც დღეში 5-7 წუთს დაუთმობენ ბავშვს, ნამდვილად მიიღებენ შედეგს! რჩევების რედაქციამ მოაგროვა ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი სავარჯიშოები არტიკულაციური ტანვარჯიშისა, რომლებსაც თქვენ და თქვენი შვილი სიამოვნებით შეასრულებთ.
არტიკულაციური სავარჯიშოები ბავშვებისთვის
არტიკულაციური სავარჯიშოები კარგია ყველასთვის - 2-4 წლის ასაკის ბავშვები იგი აძლიერებს არტიკულაციური აპარატის კუნთებს, ხოლო მოზარდებში მეტყველების სერიოზულ დეფექტებს აგვარებს. სკოლის ასაკთან მიახლოებისას ამ პრობლემების მოგვარება სულ უფრო რთულდება, ხანდახან კი თვით გამოცდილ ლოგოპედსაც აღარ შეუძლია ბავშვის დახმარება. ამიტომ, რაც უფრო ადრე დაიწყებენ მშობლები ბავშვის გავარჯიშებას, მით უფრო დიდია სასურველი შედეგის მიღების შანსი.
სავარჯიშოები 2-7 წლის ასაკის ბავშვებისთვის
- "მილი" - ტუჩები მომუწეთ და მაქსიმალურად წინ გამოწიეთ.
- "ღობე" - გაიღიმეთ ისე, რომ ყველა კბილი ჩანდეს და პირი არ დახუროთ.
- "გოჭი" - გამოწიეთ ტუჩები მილისებრად, როგორც პირველ პოზიციაში, დააბრუნეთ მომუწული ტუჩები ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ.
- "ცხენი" - აწკლაპუნეთ ენა, თითქოს ცხენის სიარულის ხმაა.
- "გაბრაზებული ცხენი" - სცადეთ, ცხენის ქოშინი გაახმოვანოთ: ამოისუნთქეთ ჰაერი პირით ისე, რომ არ გააღოთ. ტუჩები უნდა ვიბრირებდეს.
- "საათი" - ოდნავ გააღეთ პირი და გაიღიმეთ. ენის ბოლოთი სათითაოდ შეეხეთ პირის მარჯვენა და მარცხენა მხარეებს.
- "სად არის კანფეტი" - მჭიდროდ დამუწეთ პირი, ენის ბოლო კი მიაჭირეთ ჯერ ერთ, შემდეგ მეორე ლოყას შიგნიდან, თითქოს იქ კანფეტს ეძებთ.
- "სოკო" - ენა მჭიდროდ მიიდეთ სასაზე და გაჩერდით ასე 5-7 წამით.
- "გარმონი" - ენა ზედა სავარჯიშოს მდგომარეობაში გქონდეთ და რამდენჯერმე გააღეთ/დახურეთ პირი.
- "ზაზუნა" - დაბერეთ ჯერ ორივე ლოყა, შემდეგ რიგ-რიგობით მარჯვენა და მარცხენა.
- "ბუშტის გახეთქვა" - დაბერეთ ჯერ ორივე ლოყა, შემდეგ კი ოდნავ დაიკარით ხელებით, ჰაერი რომ გამოვიდეს.
- "თევზი" - ლოყები შეწიეთ შიგნით და გაჩერდით ასე რამდენიმე წამით.
- "ნემსი" - გააღეთ პირი და მაქსიმალურად გამოყავით ენა, მაქსიმალურად დააწვრილეთ.
- "მედოლე" - გაიღიმეთ, გააღეთ პირი, მიიდეთ ენა ზედა კბილებზე. შემდეგ გარკვევით, მკვეთრად გაიმეორეთ "დ-დ-დ", თანდათან მოუმატეთ ტემპს, ტუჩები არ დაახლოვოთ.
- "საქანელა" - პირი გააღეთ, ენა მონაცვლეობით ასწიეთ ზემოთ და დაუშვით ქვემოთ.
- "ცომის ზელა" - ენა მიიდეთ ქვედა ტუჩზე, ამასთან კი პირი გააღეთ და დახურეთ.
- "ენის კბენა" - გააღეთ პირი, გაიღიმეთ და ოდნავ უკბინეთ ენის წვერს.
- "ინდაური" - ენის სწრაფი მოძრაობებით ზედა ტუჩზე გაიმეორეთ "ბა-ბა-ბა-ბა". პირი ღიაა, ტუჩები იღიმის.
- "კბილების გაწმენდა" - ენის წვერით, თითქოს ჯაგრისით, ჩამოუარეთ ჯერ ზედა, შემდეგ ქვედა კბილებს. ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე.
- "მაიმუნი" - გააღეთ პირი და მოათავსეთ ენა ქვედა ტუჩსა და ქვედა კბილებს შორის.
- "ბულდოგი" - მაიმუნის მდგომარეობიდან გადაიტანეთ ენა ზედა კბილებსა და ზედა ტუჩს შორის.
- "ფისო" - გააღეთ პირი, გაიღიმეთ. ენის წვერი მიაყრდენით კბილებს შორის ჭრილს და მოხარეთ კატის ზურგივით.
აუცილებლად შეასრულეთ ეს სავარჯიშოები ბავშვთან ერთად - ასე პროცედურას უფრო სახალისოსა და საინტერესოს გახდით ბავშვისთვის.