» » საკუთარ თავზე ძალიან ბევრს იღებთ: მშობლებმა შვილებს უნდა დაანებონ...

საკუთარ თავზე ძალიან ბევრს იღებთ: მშობლებმა შვილებს უნდა დაანებონ...

როგორ გავარჩიოთ ბავშვზე ზრუნვა ჰიპერპმეურვეობისგან? თუ ბავშვისგან, თქვენი აღზრდის წყალობით, გაიზრდება უნებისყოფო და არამდგრადი ადამიანი, ესე იგი ზედმეტი მოგდით.
ხდება ხოლმე, რომ მშობლები თავზე ისეთ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას იღებენ, რომელიც მათ შვილებს ეკუთვნით. შედეგად - მოზარდი დამოკიდებული პიროვნება ხდება. გადავხედოთ შემთხვევებს, თუ როდის ხდება ეს.

მშობლების პასუხისმგებლობა ბავშვებზე
ახლა ხშირად შევხვდებით მშობელთა მიმოწერებს მსგავსი ხასიათისა: "რა დავალება მისცეს ხვალისთვის? მოდით, გადავწყვიტოთ, რას გააკეთებენ ბავშვები..." ამას დაბალკლასელი ბავშვების მშობლები წერენ. სწორია თუ არა ეს? ბავშვი-მოზარდი თვითონ შეძლებს საშინაო დავალების გაგებას. ეს მხოლოდ პატარა მაგალითია ჰიპერმეურვეობისა.


ოჯახი, რომელშიც ჰიპერმეურვეობაა, ხდება "დეცენტრირებული". მთელი მისი ცხოვრება ბავშვების ინტერესების ირგვლივ ტრიალებს. ბავშვი ერთადერთია, რაზეც დედა და მამა ფიქრობენ.
მშობლები აწერენ მას სუპერშესაძლებლობებს, ცხოვრებაში კი ყველაფერს მის ნაცვლად აკეთებენ, რის შედეგადად ეკარგება თვითმომსახურებისა და საზიგადოებაში თავის დაცვის ელემენტარული უნარები. შემდეგ გიკვირთ, რატომ არ იქცა მათი შვილი მზედ.


მშობლები აღარ არიან ერთმანეთისთვის ცოლი და ქმარი. ისინი მხოლოდ ბავშვებზე აშენებენ იმედებს. ნუთუ უბედურ მშობლებს ბედნიერი შვილი აღეზრდებათ?
ხშირად მინდება ვთქვა: "შეეშვით ბავშვებს, მიხედეთ საკუთარ თავს, ნუ უფუჭებთ ცხოვრებას თქვენი მეტისმეტი მზრუნველობით.."


ზოგიერთი მშობელი კეთილ განზრახვებს ეფარება: "მინდა, რომ ბავშვი წარმატებული, უზრუნველყოფილი, ყოველმხრივ განვითარებული გაიზარდოს... ამიტომაც შემყავს ყოველგვარ წრეებსა თუ სექციებში."
ერთი წუთით, უნდათ თქვენს შვილებს ჩამოთვლილი აქტივობების შესრულება? ამ შემთხვევაში, მშობელი ცდილობს, მისცეს ბავშვს ის, რაც თვითონ არ ჰქონდა, ანუ ახდენს საკუთარი ფარული სურვილების რეალიზებას სხვის ხარჯზე.


სწორედ მშობლები უქმნიან ბავშვებს ქცევისა და ცხოვრების მიმართ დამოკიდებულების სტერეოტიპებს. და რას ასწავლიან ბავშვებს არარეალიზებული მშობლები, რომლებიც ბავშვს წრეებში ატარებენ იმის დასავიწყებლად, რომ ნანობენ ტყუილად დაკარგულ წლებს? თქვენ საკუთარი თავით უნდა დაიწყოთ.

მეორე უკიდურესობა: მშობელი მაინც ინტერესდება ბავშვის სურვილებითა და უპირატესობებით, თუმცა მათ ფანატიკურად ასრულებს. პირდაპირი გაგებით სწავლობენ ხატვას მათ ნაცვლად, თუ ბავშვი, მაგალითად, სამხატვრო სკოლაში დადის.

ეს განვითარების კი არა, დაჩლუნგების გზაა. იგი არსად მიგიყვანთ. და ისევ, მას ირჩევს მშობელი, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ინტერესები.


უკიდურესობების თავიდან ასაცილებლად გახსოვდეთ, რომ ბავშვების ნაცვლად ვერ იცხოვრებთ, ვერ დაიცავთ შეცდომებისგან, რომლებსაც ბედისწერა მოუვლენს. ბავშვების დაცვისას მშობლები ართმევენ მათ სრულყოფილად გაზრდის, გამოცდილების დაგროვების, ბუნებით მინიჭებული პოტენციალის რეალიზების საშუალებას.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.