» » ზედმეტად ნიჭიერი ბავშვი: როგორც განსაზღვრავენ ამას გერმანიაში

ზედმეტად ნიჭიერი ბავშვი: როგორც განსაზღვრავენ ამას გერმანიაში

საიდუმლო არაა, რომ მშობლების უმეტესობა თავიანთ შვილს ყველაზე ლამაზად, საყვარლად, მოხერხებულად და ნიჭიერად თვლის. არც ისაა საიდუმლო, რომ ბავშვების უმეტესობა იდეალური მხოლოდ საკუთარი მშობლების თვალშია.

ბავშვი-ვუნდერკინდი არ არის ადამიანი სამედიცინო დიაგნოზით, არამედ ესაა გენიოსი გონების განსაკუთრებული განლაგებითა და დიდი პოტენციალით, რომელიც შინაგანად გააჩნია. რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ რა მეტყველებს ბავშვის ნიჭზე და როგორ უნდა აღზარდოთ ასეთი პატარა.

ბავშვების ნიჭი
გერმანიაში მაღალი ნიჭიერების სტატუსის დამტკიცება სრულიად ოფიციალურადაა შესაძლებელი. საჭიროა მხოლოდ ის, რომ თქვენმა 6 წლის ბავშვმა გაიაროს უნიფიცირებული ტესტები ფსიქოლოგთან. სპეციალისტი ზომავს არამხოლოდ IQ-ს, არამედ პიროვნულ თავისებურებებსა და მახასიათებლებს. ტესტირება 300 ევრომდე ჯდება და არანაკლებ 3 საათით გრძელდება, რომელიც გამოავლენს ბავშვის საერთო და ვიწრო ნიჭს გარკვეულ სფეროებში.



რისთვისაა საჭირო ტესტი, თუ თქვენი ბავშვი "ყველაზე-ყველაზეა"? ზოგ ქვეყანაში, ტესტის მაღალი შედეგების მიხედვით, ბავშვს აძლევენ კლასიდან უფრო მაღალ კლასებში გადასვლის საშუალებას, საუკეთესო სკოლებში იღებენ მაშინაც კი, თუ იგი ფრიადოსანი არ არის. ამასთან, მშობლები უფრო მარტივად მიიღებენ გადაწყვეტილებებს სპორტულ სავარჯიშოებზე, მუსიკის გაკვეთილებზე. ზოგიერთი მშობელი სწორედ ამ ტესტის შემდეგ იღებს პასუხს კითხვაზე: რატომ არაა ჩემი შვილი ისეთი, როგორიც სხვები? უცნაური ქცევები და თავისებურებები ბოლოს და ბოლოს აიხსნება.



ნიჭიერებაში გარკვევის დროს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არ შეგეშალოთ იგი სამუდამო, ლამის ძალით ჩატენილ ცოდნაში. ბავშვს, რა თქმა უნდა, შეეძლება ყველაფრის კეთება, თუმცა დამოუკიდებლად არ დაჯდება ციფრების დასაწერად და ფორტეპიანოზე დასაკვრელად, დედის წაქეზების გარეშე.

უნდა გახსოვდეთ, რომ ნიჭიერი ბავშვი თვითონ სწავლობს კითხვას, წერას, დაუსრულებლად კითხულობს გარე-სამყაროს მოწყობაზე, საათობით უკრავს ვიოლინოზე და შეუმჩნევლად ათრევს ზრდასრულთა წიგნებს მშობლების ბიბლიოთეკიდან, რადგან ძალიან უნდა კითხვა.



ვუნდერკინდობის ნიშნები
  1. "ერთ ყურში შეუშვა, მეორედან გამოუშვა." - ეს გამონათქვამი ბავშვების უმეტესობაზეა ნათქვამი. ვუნდერკინდი ბავშვები ინახავენ განსხვავებულ ინფორმაციებსა და ვიზუალურ გამოსახულებებს, რომლებსაც მარტივად აღიდგენენ მომავალშიც.

  2. ნიჭიერი ბავშვები ითხოვენ წერა-კითხვის სწავლებას დროზე ადრე ან ამას დამოუკიდებლად სწავლობენ. ამასთან, ასეთი ბავშვები ლაპარაკს ადრე იწყებენ, ზრდასრულის მსგავსად, რთული წინადადებებითა და ციტატების გამოყენებით.



  3. ვუნდერკინდებს ჩაშენებული აქვთ სამართლიანობის შეგრძნება. ასეტი ბავშვები ძლიერ განიცდიან არამხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვა ბავშვებისა და უფროსებისთვის, რომლებსაც უსამართლოდ მოექცნენ. მაგალითად, უსამართლო ნიშნისთვის გაკვეთილზე, შესაძლოა, ვუნდერკინდმა მასწავლებელს ბოიკოტი მოუწყოს.

  4. ნიჭიერი ბავშვი უფრო ხშირად ეკონტაქტება უფროს ბავშვებს, ვიდრე თანატოლებს. თუ მის ჩანაფიქრს(მაგალითად, თამაშის დროს) მაშინვე ვერ გამოიცნობენ, იგი გაბრაზდება და "აფეთქდება".



  5. ბავშვები - მოუხერხებელი, ხმაურიანი და აქტიური არსებები არიან. ნიჭიერი ბავშვი, თავის მხრივ, გამოირჩევა დიდხანს ჯდომითა და მობილიზაციით. მაგალითად, 3 წლის პატარა რამდენიმე საათის მანძილზე შეუჩერებლად ხატავს, კითხულობს ან უკრავს მუსიკალურ ინსტრუმენტზე.

  6. ემოციური მიდრეკილება და მომატებული მგრძნობელობა - ვუნდერკინდის ერთგული თანამგზავრებია. ნეიტრალური რეპლიკები და მსუბუქი შენიშნვები ასეთ ბავშვებს გულს უტეხს, როცა სხვები ამას ყურადღებასაც არ მიაქცევდნენ.



  7. ნიჭიერ ბავშვებს თანდაყოლილი პერფექციონიზმი ახლავთ: ისინი ან 100%-ით იხარჯებიან, ან უარს ამბობენ ჩანაფიქრზე, რადგან იციან, რომ გამოუვათ იმაზე ცუდად, ვიდრე სურთ.

  8. ნიჭიერი ბავშვი განსხვავდება დეტალებზე დაკვირვებითაც. უფროსი ბავშვი დაუსრულებლად ააწყობს და დაშლის ნივთებს იმის გასაგებად, თუ როგორაა ისინი მოწყობილი. უფრო პატარა ბავშვს კი, შეუძლია, შეამჩნიოს რომ მისი სათამაშო ჩვეული ადგილიდან რამდენიმე სმ-თია გადაადგილებული (მან ხომ ისე დადო, როგორც საჭირო იყო).



  9. ვუნდერკინდები აკრიტიკებენ თავს წარბშეუხრელად. ისინი დიდ დროს უთმობენ იმას, თუ რას აკეთებენ სხვა ბავშვები, თუმცა არანაკლებ კრიტიკულად უყურებენ საკუთარ თავს. მაგალითად, ბავშვი, რომელმაც სასკოლო მარათონი მოიგო, იმაზე წუხს, რომ საკუთარი რეკორდი ვერ მოხსნა.

  10. ბავშვები, რომელთა ინტელექტიც ძალიან მაღალია, იგებენ რთულ ცნებებს და ფიქრობენ აბსტრაქტულად. ამას გარდა, ისინი არამხოლოდ უღრმავდებიან პრობლემას, არამედ ცდილობენ კიდევაც მათ გადაჭრას.
მაშინაც კი, თუ თქვენი შვილი არ გამოირჩევა შესაძლებლობებით სხვებისგან, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ წლებთან ერთად მისი გონებრივი და ფსიქიკური განვითარება არ მიაღწევს წარმატებას. და, პირიქით, ადრევე აღმოჩენილი ნიჭი ყოველთვის არ მეტყველებს ბავშვის მაღალ მიღწევებზე ზრდასრულ ასაკში.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.