» » ბავშვს ეს შესაძლოა აღარც დაავიწყდეს. მშობლების 10 შეცდომა რომელიც შვილის მომავალს აზიანებს.

ბავშვს ეს შესაძლოა აღარც დაავიწყდეს. მშობლების 10 შეცდომა რომელიც შვილის მომავალს აზიანებს.

გაიხსენეთ, რამდენჯერ გაბრაზებულხართ საკუთარ მშობელზე, როცა პატარა იყავით. ახლაც გაბრაზებული ხართ? ბავშვური წყენა ყველაზე ძლიერია, ვინაიდან მშობლები - პირველი ადამიანები არიან, რომლებისგანაც ვსწავლობთ. თუ მშობლები შეცდომებს უშვებენ ბავშვის აღზრდაში, ეს მის მომავალ ცხოვრებაზეც აისახება.

მშობლის გავლენა ბავშვზე
მშობლები ჩვენზე ძლიერ ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენენ. ვინაიდან დედ-მამასთან ემოციური კავშირი ყველაზე მყარია, ბავშვის აღზრდის მეთოდი მის მომავალზე აისახება. პედაგოგიური არაკომპეტენტურობა კი სერიოზულ, უსიამოვნო შედეგებს იწვევს და მოზარდის ხასიათზე აისახება.


რჩევების რედაქცია მოგიყვებათ 10 შეცდომის შესახებ, რომლებსაც მშობლები ბავშვების აღზრდაში უშვებენ. ამ შეცდომების ცოდნით, თქვენ შეძლებთ იმის გარკვევას, თუ რას აკეთებდით აქამდე არასწორად. მალე შეძლებთ თქვენს შვილთან ურთიერთობის დალაგებას და მის სწორად აღზრდას მისი ფსიქიკის ცოდნით.

შეცდომები ბავშვის აღზრდისას
  1. ჰიპერმზრუნველობა
    ყველაზე ნათელი ნიშანი იმისა, რომ მომავალში თქვენი შვილი უმართავი გახდება. ბავშვები, რომელთაც ბავშვობაში დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმის უფლებასაც კი არ აძლევდნენ, სრულწლოვნების მიღწევამდე მაქსიმალურად რთულ პერიოდს გაივლიან.


  2. დროის უკმარისობა
    თუ კარიერისტი ხართ და ოჯახისთვის დრო არ გაქვთ, უმჯობესია, იგი არც შექმნათ. ოჯახისა და სამსახურის ჰარმონიულად შერწყმა ყველას არ შეუძლია, ბავშვებს კი მუდმივი ყურადღება სჭირდებათ. ეცადეთ, სამსახურის შემდეგ ნახევარი საათი მაინც გამოუყოთ შვილს, ჰკითხოთ, როგორი დღე ჰქონდა და რამე ხომ არ უჭირს.


  3. ბავშვები - საუკეთესო მეგობრები არიან
    თუ ბევრი პრობლემა გაქვთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვს ბავშვობა უნდა წაართვათ. ნაცვლად იმისა, რომ აჩვენოთ მას, როგორ დაიღალეთ სამსახურში, ეთამაშეთ, ჰკითხეთ, როგორ მიდის მისი საქმე, რას აკეთებდა მთელი დღე, რა გაიგო ახალი. თუ ემოციების გადმოცემა გიჭირთ, მოიყვანეთ კატა - ეს ფუმფულა არსებები საუკეთესო საშუალებაა უარყოფითი ემოციებისგან დასაცლელად.


  4. დასჯა სხვების თვალწინ
    კარგი მშობლები არასდროს დატუქსავენ ან სცემენ ბავშვს სხვების თვალწინ. გარდა იმისა, რომ ეს სანახაობა სასიამოვნო არაა, იგი გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზეც. განსაკუთრებით, როცა მშობლები შვილს სცემენ - ბავშვს ხომ ეს მთელი ცხოვრების მანძილზე ახსოვს.


  5. ფულადი კომპენსაცია
    თუ ძალიან დაკავებული ხართ და ბავშვს თითქმის ვერ ხედავთ, ფული ვერ დაგეხმარებათ მისი სიყვარულისა და ნდობის მოპოვებაში. რამდენად ძვირადღირებული საჩუქრებიც არ უნდა აჩუქოთ მას, ბავშვი მაინც იმას დაიმახსოვრებს, რომ დროსა და ყურადღებას არ უთმობდით.


  6. დაგვიანებული აღზრდა
    ხშირად, ახალგაზრდა მშობლები ბავშვის აღზრდაზე ხელს იღებენ, რადგან არ იციან, როგორ გააკეთონ ეს. 20 წლის შემდეგ კი გონებას იკრებენ და იწყებენ სწავლებას, როცა ეს უკვე აღარავის სჭირდება. უმჯობესია, ახალგაზრდა მშობლებმა დროულად მოიმარაგონ აღზრდის მეთოდები.


  7. მავნე ჩვევები
    ისინი ყველას აქვს, თუმცა, როცა სახლში ბავშვია, ის ყველაფერს ხედავს და ღრუბელივით იწოვს, როგორც არ უნდა დამალოთ კბილებში გაჩრილი სიგარეტი. თუ ადამიანის გაზრდა და მისით სიამაყე გსურთ, ჯერ საკუთარ თავზე უნდა იმუშაოთ. გადით სასეირნოდ ბავშვთან ერთად, ეთამაშეთ ფეხბურთი, ასწავლეთ აზიდვები.


  8. ურთიერთობის გარკვევა ბავშვის წინაშე
    როცა ვიზრდებით, ჩვენი მოგონებები აყალიბებს მომავალს. თუ მშობლები მუდმივად ჩხუბობდნენ ბავშვის თვალწინ, დიდია იმის ალბათობა, რომ იგი მგრძნობიარე, ჩაკეტილი გახდება. როცა გაიზრდება, მოიქცევა ზუსტად ისე, როგორც მისი მშობლები.


  9. აგრესია
    სამსახურში რამდენადაც არ უნდა გაღიზიანებდეთ, არ გაბედოთ ჯავრის ამოყრა ბავშვზე! მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან რთულია, ბავშვი ვერ გაგიგებთ, რომ თქვენ უბრალოდ დაღლილი ხართ.


  10. ამაო დაპირება
    თუ ბავშვს რაღაცას დაჰპირდით და დაგავიწყდათ, გახსოვდეთ, რომ მას ეს არასდროს დაავიწყდება. თუ ამაო დაპირებები ხშირად განმეორდება, ბავშვი მიხვდება, რომ თქვენი ნდობა არ შეიძლება.

მშობლობა ყველაზე რთული სამსახურია - დასვენების დღეები არ არსებობს. შეუცდომელი მშობელი არ არსებობს, თუმცა გამოსწორება შესაძლებელია, თუ უბრალოდ მოინდომებთ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.