ჩვენ ვიცით, თუ როგორ მოვატყუოთ დრო. გიამბობთ, თუ როგორ მოამზადოთ ნაოჭების საწინააღმდეგო ნამდვილად ეფექტური კრემი. მას ასევე კარგი გამათეთრებელი თვისება აქვს – აქრობს პიგმენტურ და თანდაყოლილ ლაქებს, რადგან მის შემადგენლობაში იოდი შედის.
საუკეთესო კრემი ნაოჭების საწინააღმდეგოდ
ინგრედიენტები
- 1 ს/კ თაფლი
- 1 ჩ/კ ვაზელინი
- 1-2 წვეთი იოდი
- 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი
მომზადება
- მინის ჭურჭელში იოდი ჩაასხით, მაგრამ 1-2 წვეთზე მეტი არა! შემდეგ თაფლი, ვაზელინი და აბუსალათინის ზეთი დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ!
- მზა კრემი ბნელ, ცივ ადგილას ადგილას შეინახეთ, მაქსიმუმ 1 თვის განმავლობაში.
გამოყენება
- გამაახალგაზრდავებელი კრემი კარგად გაწმენდილ სახეზე თხელ ფენად წაისვით. წასმამდე კრემი კარგად უნდა აურიოთ. ეფექტის გაძლიერება კანის ოდნავ დამასაჟებით შეგიძლიათ.
- კრემი ნიღბის სახითაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. სახეზე სქელი ფენა წაისვით და 15 წუთიდან 1 საათამდე გაიჩერეთ.
- ეს კრემი თქვენ კანს უფრო ელასტიკურს გახდის, სასარგებლო ელემენტებით აავსებს, დაღლილობას მოგიხსნით. ამ საშუალებით კონტური უფრო გამოკვეთილი ხდება და თქვენი სახე უფრო ახალგაზრდულ იერს შეიძენს.
დარჩით ახალგაზრდა არა მარტო სულიერად, არამედ გარეგნულადაც! სასწაული კრემის რეცეპტი თქვენ მეგობრებს გაუზიარეთ!