ჩვენ ვიცით სახის საშინაო კრემის მომზადების რეცეპტი, რომელსაც დღეს Rchevebi.com-ის რედაქცია გაგიზიარებთ. ამასთან, თქვენ ზედმეტ 1 თეთრსაც კი არ დახარჯავთ. შინ მომზადებული ანტიასაკობრივი კრემი დაგეხმარებათ წვრილი ნაოჭების ჩალაგებაში უმოკლეს დროში, ნატურალური კომპონენტები კი გამოკვებავს კანს და დაუბრუნებს ბზინვარებას, ჩვენ მოვამზადეთ არა ერთი, არამედ მთელი 3 რეცეპტი.
გამაახალგაზრდავებელი კრემი
იოდისა და აბუსალათინის ზეთის კრემი
ინგრედიენტები:
- 1 ს.კ. თაფლი
- 1 ჩ.კ. ვაზელინი
- 2 წვეთი იოდი
- 1 ს.კ. აბუსალათინის ზეთი
მომზადება და გამოყენება
- შუშის ფიალაში შეურიეთ 2 წვეთი თიოდი 1 ჩ.კ. ვაზელინს.
- ნარევს დაუმატეთ ს.კ. თაფლი და ამდენივე აბუსალათინის ზეთი. კარგად მოურიეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- ნატურალური გამაახალგაზრდავებელი კრემი წაისვით გაწმენდილ სახეზე დაძინებამდე, იგი წინასწარ ისევ შეურიეთ კოვზით ან თითით.
- ასევე, კრემი შეგიძლიათ სახის ნიღბადაც გამოიყენოთ. წაისვით მასის სქელი ფენა სუფთა სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთიდან 2 საათამდე. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამ კრემის რეგულარული გამოყენება დაგეხმარებათ კანის ელვარების დაბრუნებაში, მოგაშორებთ სიმშრალესა და ჩამოწელილობას.
- 1 ც კვერცხის გული
- 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 1 ს.კ. ლიმონის წვენი
- 1 მწიკვი ბურა
- მიქსერის გამოყენებით, ათქვიფეთ კვერცხის გული და თანდათან დაუმატეთ ზეთი და ლიმონის წვენი.
- ცალკე ჭურჭელში გახსენით ბურა 1 ჩ.კ. ცხელ წყალში.
- დაუმატეთ ბურა კვერცხის ნაზავს და კარგად მოურიეთ.
- ამ რეცეპტით მომზადებული კრემი აახალგაზრდავებს დანაოჭებულ კანს, ებრძვის ასაკობრივ ცვლილებებს. ბურა, რომელიც საშინაო კრემის რეცეპტში შედის, ეფექტურად წმენდს ფორებს დაბინძურებისგან, აშორებს პიგმენტურ ლაქებს და ახდენს მათეთრებელ ეფექტს. წაისვით ეს საშუალება გაწმენდილ სახეზე ძილის წინ, ნარჩენები მოიშორეთ ხელსახოცის გამოყენებით. ეს კრემები არ უნდა ჩამოიბანოთ დილამდე!
გამაახალგაზრდავებელი კრემი ლიმონით, ნაღებითა და თაფლით
ინგრედიენტები:
- 3 ც ლიმონი
- 1 ჩ.კ. თაფლი
- 1 ს.კ. მცენარეული ზეთი
- 2 ს.კ. ნაღები
- 1 ს.კ. ადეკოლონი
- 1 ს.კ. ვარდისა და სპირტის ნაყენი
მომზადება და გამოყენება
- დაწურეთ ლიმონი, მოაშორეთ კანი და დაასხით ამ უკანასკნელს 1 ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 6-8 საათით. რბილობისგანაც დაწურეთ წვენი.
- მიღებული ნაყენი გაწურეთ, მისი 1/4 კი სურიეთ თაფლს, ზეთსა და 1 ს.კ. ლიმონის წვენს.
- დაუმატეთ ნარევს ნაღები, ოდეკოლონი და ვარდის ნაყენი. კარგად მოურიეთ ინგრედიენტები მიქსერით და მოათავსეთ თავსახურიან შუშის ქილაში.
- არაჩვეულებრივი კრემი დაბერებული კანისთვის, რომელიც მიდრეკილია ცხიმებისთვის, მზადაა! წაისვით იგი მთელი ღამით, დილით კი ჩამოიბანეთ. აი, ნახავთ, რამდენიმე კვირის რეგულარული გამოყენების შემდეგ თქვენ გარდაისახებით: წვრილი ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი გახდება, სახის კონტური წამოიწევა, კანი ჯანმრთელი და ელვარე გახდება.
მოამზადეთ კანის მოვლის საშუალება საკუთარ სახლში ერთხელ და ამის შემდეგ თქვენ მუდმივად ეცდებით, მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისგან შემდგარი საშუალებები თქვენ თვითონ მოამზადოთ.