» » » ეს კრემი ნაოჭებს ძირფესვიანად სპობს და, რაც მთავარია, აბსოლუტურად ნატურალურია

ეს კრემი ნაოჭებს ძირფესვიანად სპობს და, რაც მთავარია, აბსოლუტურად ნატურალურია

ალოეს სასარგებლო თვისებების შესახებ ძველმა ბერძნებმა და რომაელებმა ჯერ კიდევ სამი ათასი წლის წინ იცოდნენ. ამ მცენარეს იყენებდნენ ჩინელები და ეგვიპტელებიც. მისგან ამზადებდნენ მალამოებსა და ელექსირებს, იყენებდნენ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.



ალოეს წვენი შეიცავს ალანტოინს, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო, დამარბილებელი და აღმდგენი თვისებები აქვს. მცენარე მდიდარია Е ვიტამინით, რომელსაც ახალგაზრდობის ვიტამინს უწოდებენ. ასევე, ალოეს წვენი შეიცავს ნატურალურ ანტიოქსიდანტებსა და ბეტა-კაროტინს. ასეთი უნიკალური შემადგენლობის წყალობით, ალოეს ხშირად იყენებენ კოსმეტიკური საშუალებების მოსამზადებლად.

დღეს რჩევების რედაქცია გაგიზიარებთ ძალიან ეფექტური კრემის რეცეპტს, რომელიც დაჭიმავს ჩამოწელილ კანს, გახდის მას მკვრივსა და ელასტიურს, მოაშორებს ნაოჭებს.

ალოე ნაოჭების წინააღმდეგ
ინგრედიენტები
  • 200 გ ღორის ქონი
  • 1 ს.კ. ალოე
  • 1 ს.კ. თაფლი
მომზადება და გამოყენება
  1. შეურიეთ ინგრედიენტები, დაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, არ აადუღოთ.
  2. გადაასხით მზა მასა შუშის ქილაში, გააგრილეთ და შედგით მაცივარში.
  3. შეინახეთ კრემი მაცივარში. სახეზე წასმამდე გაათბეთ საჭირო რაოდენობის კრემი ხელის გულზე. ეფექტი ნამდვილად შესაშურია: 1 კვირაში ნაოჭები ალაგდება.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.