» » » კოსმეტოლოგის რეკომენდაციები სახის ლიფტინგისთვის საშინაო პირობებში

კოსმეტოლოგის რეკომენდაციები სახის ლიფტინგისთვის საშინაო პირობებში

როგორც არ უნდა ვცადოთ ახალგაზრდობის შენარჩუნება, მაინც ვბერდებით და ნაოჭებიც გველის. მე იმ ქალების კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებსაც პირველი მიმიკური ნაოჭები 25 წლის ასაკში გაუჩნდათ. მათზე ყურადღების არგამახვილება შეუძლებელია, რადგან სარკეში ყოველდღე ხვდები საკუთარ თავს.



თანამედროვე კოსმეტოლოგია ჯადოქრობას ჰგავს - მას ყველაფერი შეუძლია, მთავარი მხოლოდ ფულია. თუმცა, მას არ ჩამოუვარდება ნატურალური საშუალებები, რომლებიც, სწორი კომბინაციის შემთხვევაში, საუკეთესო ანტიასაკობრივ კრემად იქცევა სახისთვის.

რჩევების რედაქცია გაერკვა კოსმეტიკურ ბრენდებსა და მაახალგაზრდავებელ კომპლექსებში. დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ კრემის რეცეპტს, რომელიც დაუბრუნებს კანს სიმკვრივესა და ელვარებას, ჩაალაგებს წვრილ ნაოჭებს, ღრმებს კი ნაკლებად შესამჩნევს გახდის.


სახის ანტიასაკობრივი კრემი
ეს რეცეპტი პირადად მეც გამოვცადე, კრემი ნებისმიერი ტიპის კანისთვისაა რეკომენდებული. იგი დიდხანს შეიწოვება, ამიტომ წაისვით იგი დაძინებამდე 1-2 საათით ადრე. უკვე 1 კვირაში სასურველ შედეგს შეამჩნევთ. იმისათვის, რომ ალერგიის არქონაზე შემოწმდეთ, წაისვით კრემი მაჯაზე.



ინგრედიენტები
  • გვირილის 2 ს.კ. მშრალი ყვავილი
  • 150 მლ წყალი
  • 0.5 კვერცხის გული
  • 2 ჩ.კ. ნუშის ზეთი
  • 0.5 ჩ.კ. თხევადი თაფლი
  • 1 ჩ.კ. კოსმეტიკური ვაზელინი
  • 2 წვეთი ჩაის ხის ზეთი
  • 2 წვეთი ლავანდის ზეთი
მომზადება და გამოყენება
  1. კრემის მომზადებამდე დააყენეთ გვირილის ნაყენი. დაასხით მშრალ ფოთლებს მდუღარე, დაახურეთ და გააჩერეთ 1 საათით. გაწურეთ წვრილ საცერში.


  2. ერთგვაროვან კონსისტენციამდე შეურიეთ გული და ნუშის ზეთი.


  3. მიღებულ მასას დაუმატეთ თაფლი და 2 ჩ.კ. გვირილის ნაყენი.

  4. ცალკე ჭურჭელში დაადნეთ ორთქლის აბაზანაზე კოსმეტიკური ვაზელინი და შეურიეთ დანარჩენი ინგრედიენტები.

  5. დაუმატეთ მასას ლავანდისა და ჩაის ხის ზეთი. კარგად მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.


  6. მოათავსეთ კრემი სტერილურ შუშის ქილაში და შეინახეთ საყინულეში 14 დღის მანძილზე.
თუ ღამის ანტიასაკობრივი კრემი სრულად არ შეიწოვება, ჩამოიწმინდეთ ნარჩენები ქაღალდის ხელსახოცით, ოღონდ არ ჩამოიბანოთ!

ყველაზე ღრმა ნაოჭების გასაქრობად კვირაში ორჯერ უნდა ჩაიტაროთ ლიფტინგ-ნიღაბის პროცედურა. ნუში დაუბრუნებს კანს ელასტიურობას, ყურძნის ზეთი მიანიჭებს სიმკვრივეს, ალოეს წვენი კი მოხსნის დაძაბულობას.


ნუშის ნიღაბი
ინგრედიენტები
  • 3/4 ნუშის ფქვილი
  • 15 მლ ყურძნის ან გარგრის წიპწების ზეთი
  • 40 გ ალოეს რბილობის პიურე
შეურიეთ ყველა კომპონენტი და მოათავსეთ მზა ნიღაბი ჰერმეტულ ჭურჭელში, უმჯობესია შუშა. ნუ იდარდებთ, თუ მასა ძალიან სქელია, იგი მომენტალურად დნება კანზე წასმის დროს. გაიჩერეთ ნიღაბი სახეზე 20-30 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.


იმისათვის, რომ ლამაზად გამოიყურებოდეთ, არაა საჭირო დიდი თანხის გადაყრა. შინ მომზადებული კრემები და ნიღბები არამხოლოდ ეკონომია, არამედ მოგებაა ხარისხშიც. შეგიძლიათ, გამოიყენოთ უამრავი ბუნებრივი ინგრედიენტი კონსერვანტებისა და საღებავების გარეშე.


თქვენ როგორ ებრძვით ნაოჭებს? ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრი და გამოცდილება!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.