» » » რატომ უნდა გაივლოთ თმა ვაშლის ძმრის ხსნარით - ყველაზე მარტივი საშუალება თმის სტრუქტურის აღსადგენად

რატომ უნდა გაივლოთ თმა ვაშლის ძმრის ხსნარით - ყველაზე მარტივი საშუალება თმის სტრუქტურის აღსადგენად

ვაშლის ძმარი წარმოუდგენლად სასარგებლო პროდუქტია ადამიანის ორგანიზმისთვის. მას იყენებენ როგორც შინაგანი, ისე გარეგანი მოხმარებისთვისაც, პრაქტიკულად ყველა ორგანოს გასაჯანსაღებლად.
დღეს რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა გააძლიეროთ თმა, მიანიჭოთ მას აბრეშუმისებრი სინაზე და სისქე მარტივი საშუალების წყალობით. ვერც ერთი მაღაზიის ბალზამი ვერ მოგცემთ ისეთ ეფექტს, როგორსაც გაძლევთ ვაშლის ძმარი.

ვაშლის ძმარი თმის გასავლებად
ვაშლის ძმარს შემდეგნაირი გავლენა აქვს თქვენს თმაზე:
  • კვებავს თმას;
  • ანიჭებს სიელვარეს, სირბილესა და აბრეშუმისებრ სტრუქტურას;
  • აგლუვებს;
  • აძლიერებს;
  • აჩქარებს ზრდას;
  • გაშორებთ ქერტლსა და ქავილის შეგრძნებას;
  • გაშორებთ ჭარბ ცხიმს;
  • ასქელებს და ამყარებს თმის ღეროებს;
  • ხელს უშლის მტვრევადობასა და ბოლოების დაყოფას;
  • ამარტივებს დავარცხნასა და თმის დალაგებას;
  • აძლევს თმას გაჯერებულ ფერს;
  • ჩამორეცხავს ლაქის ნარჩენებს;
  • აღადგენს თავის კანის მჟავა-ტუტოვან ბალანსს;
  • ხელს უშლის ელექტრიზაციას;
  • აღადგენს ქიმიური პროცედურებით დაზიანებულ თმის სტრუქტურას.
ვაშლის ძმრის გამოყენების მთავარი პირობაა - მხოლოდ ნატურალური პროდუქტის მოხმარება. ასევე, გამოგადგებათ ყურძნისა და ჟოლოს ძმარიც კი, თუმცა ისინი ვაშლისაზე უფრო ძვირი ღირს. "სუფრის" ძმარი არ გამოგადგებათ - ის ქიმიური გზითაა მიღებული და არა ნატურალური ნედლეულით.

გამოყენება
  1. აიღეთ ქვაბი ან მოზრდილი ჯამი(1 ლ მოცულობის მაინც), ჩაასხით ცივი წყალი და დაუმატეთ 1 ს.კ. ძმარი(არ გაზარდოთ ძმრის რაოდენობა წყლის რაოდენობის პროპორციულად, თორემ თმაზე სუნი დაგრჩებათ). თუ მაინც გეშინიათ სუნის, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი. ყველაზე სასარგებლო თმისთვის - ილანგილანგის ზეთია.
  2. თავის დაბანის შემდეგ გაივლეთ თმა ძმრის ხსნარით. არ ჩამოიბანოთ. სველ თმებზე იგრძნობთ ძმრის სუსტ სუნს, თუმცა გაშრობისთანავე გაქრება.
  3. თმის გავლების შემდეგ დაწურეთ და შეიხვიეთ პირსახოცში. როგორც კი ოდნავ მოშრება, მოიხსენით პირსახოცი, დაივარცხნეთ და გაიშრეთ ბუნებრივად.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.