» » ბებიის ნასწავლი 12 ხრიკი ჭურჭლის გასაწმენდად. სახლში ყველაფერი სისუფთავისგან ბზინავს!

ბებიის ნასწავლი 12 ხრიკი ჭურჭლის გასაწმენდად. სახლში ყველაფერი სისუფთავისგან ბზინავს!

სახლის დალაგებასა და დასუფთავებაში ჩვენი ბებიების და დედების გამოცდილება შეუცვლელია. რა თქმა უნდა, სახლის დასუფთავების უამრავი კარგი საშუალება საქმეს აადვილებს, მაგრამ "რჩევების" რედაქციამ თქვენთვის შეაგროვა 12 რჩევა, რომელიც დღესაც აქტუალურია. 

1. როგორ გავრეცხოთ ბოთლი ქვიშის ან ბრინჯის დახმარებით.

ბებიის ნასწავლი 12 ხრიკი ჭურჭლის გასაწმენდად. სახლში ყველაფერი სისუფთავისგან ბზინავს!

საჭირო რაოდენობის ქვიშა ბოთლში ჩაყარეთ, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი, შეანჯღრიეთ და გადმოასხით ნარევი. თუ ქვიშას ვერ პოულობთ, იგივე ეფექტს ბრინჯის დახმარებითაც მიიღებთ. 

2. გაუხანგრძლივეთ სიცოცხლე მცენარეებს თბილი წყლით მორწყვით და ღეროების მოჭრით.



აიღეთ და მოჭერით ყვავილის ღეროები და ჩადგით 5-10 წუთით ცხელ წყალში (90გრადუსი). შემდეგ კიდევ ცოტა ღერო მოაჭერით და ცივ წყალში ჩადგით. ასეთი კონტრასტული პროცედურები ყვავილს მეორე სიცოცხლეს მიანიჭებს. 

3. აბრეშუმისებრი კანის მისაღებად საპონი და კბილის პასტა გამოიყენეთ. 



ცოტაოდენი კბილის პასტა საპნის ქაფში აურიეთ. წაისვით სახეზე, კისერსა და ხელებზე. გაიჩერეთ სანამ ნიღაბი არ გახმება. ჩამოიბანეთ ცივი წყლით. აბანოს მიღების შემდეგ კი ვაშლის ძმრით ტანი დაატენიანეთ. 

4. გაწმინდეთ ფეხსაცმელი კაპრონის პროდუქტით. 



გარეცხილი და მშრალი ფეხსაცმელი კაპრონის პროდუქტით გაწმინდეთ და ნახავთ როგორ იბრწყინებს თქვენი ფეხსაცმელი. 

5. გარეცხეთ მარილის გამოყენებით.



მოხარშეთ ჭურჭელი მარილწყალში და უბრალოდ სარეცხი საშუალებით გარეცხეთ. თუ დუღილმა არ გიშველათ, მთელი ღამე მარილწყალში დატოვეთ. 

6. ძმარი ცუდი სუნის გაქრობაში დაგეხმარებათ.



ცუდი სუნის გასაქრობად ბოთლში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ ცოტა ძმარი და ოთახი ამ ნარევით დაატენიანეთ. თუ ტანსაცმელს ლაქა გაუჩნდა, ცოტა ძმარი წაუსვით, გააჩერეთ 5-10 წუთი და გარეცხეთ.

7. სარეცხი საპონი - ყველაზე ეფექტური საშუალება ლაქის მოსაშორებლად



სარეცხი საპნით ლაქა კარგად დაამუშავეთ, გააჩერეთ ცოტა ხანი. 

8. ნივრის და სხვა პროდუქტების გაწმენდის შემდეგ ხელიდან ცუდი სუნის გაქრობაში ლიმონის მჟავე ან ძმარი დაგეხმარებათ. 



წაისვით ხელზე ცოტა ლიმონის მჟავა ან ძმარი. 

9. ტანსაცმელს ფერი რომ არ გაუვიდეს ძმარი გამოიყენეთ. 



რეცხვის დროს დაამატეთ 100 მლ სუფრის ძმარი და ტანსაცმელი ფერს არ დაკარგავს. 

10. იდეალურად ამოყვანილი ცილა მარილის დახმარებით



ცილა რომ იდეალური იყოს, თავიდან დაგჭირდებათ ახალი კვერცხი. დაუმატეთ ცილას მარილი და ისინი საკმაოდ კარგად ამოვა. 

11. ქათქათა ჭურჭელი ძმრის და მარილის გამოყენებით



ჭურჭელში ძმარი, წყალი და მარილი დაამატეთ. ამ ნარევით გაწმინდეთ მინის ჭურჭელი და ჩვეულებრივი წყლით გარეცხეთ.
 
12. უთო ჩვეულებრივი ფრჩხილის ლაქის მოსაშორებლით გაწმინდეთ.



აიღეთ ბამბის დისკო, გაჟღინთეთ ლაქის მოსაშორებელი სითხით და წაუსვით უთოს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.