ძმარი კანისთვის
ძმრის გამოყენებამდე წინასწარ გააზავეთ წყალთან 1:1 პროპორციით და ჩაატარეთ ცდა ალერგიაზე. თუ 10-15 წუთში ალერგიული რეაქცია არ გექნებათ, თამამად გამოიყენეთ პროდუქტი. ასევე, მხოლოდ ნატურალური პროდუქტი უნდა გამოიყენოთ.
- კანზე ლაქები, გამონაყარი, აკნე
ასაკობრივი პიგმენტური ლაქების გასაღიავებლად, გამონაყარის გასაქრობად და ფორების შესავიწროვებლად სახეზე, ყოველდღე დაიბანეთ ვაშლის ძმრიანი წყლით პირი. ეს მარტივი პროცედურა არამხოლოდ მოგაშორებთ არსებულ პრობლემას, არამედ ხელს შეუშლის ახლის წარმოქმნასაც. - ეკზემა
გააზავეთ 2 ჩ.კ. ვაშლის ძმარი 1 ჭიქა წყალში, ჩაალბეთ ბამბის ტამპონი ამ ხსნარში და მიიდეთ ეკზემით დაზიანებულ მონაკვეთზე 5 წუთით. გაიკეთეთ კომპრესი ყოველდღე, სანამ ეკზემა არ გაქრება. - ტერფისა და ფრჩხილის სოკო
ყოველდღიური აბაზანა ვაშლის ძმრით მოგაშორებთ ტერფისა და ფრჩხილის სოკოს უმოკლეს ვადაში. - კანდიდოზური სტომატიტი
ამ დაავადების სამკურნალოდ თბილი წყლით სავსე აბაზანაში ჩაასხით 500 მლ ძმარი. მიიღეთ ასეთი აბაზანა ყოველდღე, 15-30 წუთით. ასეთი პროცედურა არამხოლოდ მოხსნის ქავილსა და ანთებას ინტიმურ ადგილებში, არამედ გააუმჯობესებს სხეულის კანს, შეამცირებს ცელულიტის გაჩენის რისკს. - მწერის ნაკბენები
ამ დროს დისკომფორტისა და ტკივილის მოსახსნელად წაისვით ვაშლის ძმრის ხსნარი, პრობლემა მაშინვე დაგავიწყდებათ.