» » » რას აღნიშნავს BB, CC, DD და PP ნიშნები კრემებზე: სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი აქამდე არ ვიცოდი

რას აღნიშნავს BB, CC, DD და PP ნიშნები კრემებზე: სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი აქამდე არ ვიცოდი

BB-კრემები კოსმეტიკურ ბაზარზე სულ რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, თუმცა უკვე უამრავი ქალისთვის შეძლო თავის შეყვარება. ისინი გერმანელმა დერმატოლოგებმა შეიმუშავეს კანის აღდგენისა და შეხორცებისთვის ღრმა პილინგისა და კოსმეტიკური პროცედურების შემდეგ, კორეელმა მწარმოებლებმა კი ეს საშუალება სრულჰყვეს და უფრო ფართო აუდიტორიისთვის გამოუშვეს.

ასეთ კრემებს როგორც შემნიღბავი, ისე სამკურნალო თვისებაც აქვს. თუმცა, პროგრესი მოძრავია და უკვე გაჩნდა ისეთი საშუალებებიც, როგორებიცა: CC-, DD-, PP-, და ЕЕ-კრემებიც კი. რჩევების რედაქცია მოგიყვებათ მათი განსხვავებებისა და თვისებების შესახებ.

  1. BB-კრემი
    BB კრემის სახელწოდება იშიფრება, როგორც "beauty balm" ან "blemish balm", ანუ სილამაზის ბალზამი ან შემნიღბველი ბალზამი. იგი აყალიბებს სრულყოფილ დაფარვას და ნებისმიერი სეზონისთვის გამოგადგებათ. ატენიანებს ისევე, როგორც ჩვეულებრივი დამატენიანებელი კრემი, სწორედ ამიტომ, შეგრძნებები კანზე თითქმის ისეთია, როგორიც კრემის გამოყენებისას.
    BB-კრემი უმკლავდება გამონაყარს, აშრობს ანთებას, ათანაბრებს სახის ტონს და ფარავს ჭარბ პიგმენტაციას. იგი შესანიშნავი ბაზისია მაკიაჟისთვის, ნიღბავს დეფექტებს და გიცავთ მზის სხივებისგან. თუმცა, სხვა კოსმეტიკურ საშუალებებზე უარის თქმა ამ კრემის სასარგებლოდ არ ღირს.
    იგი ატენიანებს სახის კრემს, აცხრობს გაღიზიანებას, თუმცა ძირითადი თავის მოვლის საშუალების ჩანაცვლება მას არ შეუძლია. BB-კრემი კანის ნებისმიერ ტიპს უხდება.


  2. СС-კრემი
    ეს კრემი იშიფრება, როგორც сolor сontrol(ფერის კონტროლი). მისი დავალება უფრო ვიწროა - ფერის კორექცია. იგი შეიმუშავეს, პირველ რიგში, კანის სიყვითლესთან ან სიწითლესთან საბრძოლველად. სწორედ ამიტომ, СС-კრემის ტექსტურა მნიშვნელოვნად განსხვავდება BB-ისგან. ეს უფრო მსუბუქი და, როგორც წესი, მარტივად გამოსაყენებელი კრემია.
    CC-კრემების შემადგენლობაშია სინათლის გამფანტველი ნაწილაკები, რომლებიც ანათებს კანს, რითაც სიახლესა და სწორ ტექსტურას ანიჭებს. ისინი მსუბუქი, უწონოა. კრემში შედის SPF ფილტრი და ანტიოქსიდანტებიც, თუმცა, ეს არ ამძიმებს პროდუქტს.
    კრემი არ გამოიყენება ცხიმიან და პრობლემურ კანზე.


  3. DD-კრემი
    კიდევ ერთი ნაბიჯი ანბანური კრემების განვითარებაში DD ფორმულის შექმნა გახდა. იგი ტონის გასათანაბრებლად კი არა, კანის მოვლისა და დაცვისთვისაა შემუშავებული. DD აბრევიატურას შიფრავენ, როგორც daily defense ან dynamic do-all(დღიური დაცვა ან დინამიური ყოვლისშემძლე).
    DD-კრემში მზისგან და თავისუფალი რადიკალებისგან მაღალი დონის დაცვაა ჩადებული. იდეალური ვარიანტია მეგაპოლისების მაცხოვრებელთათვის. თუმცა, მისი ჭარბი გამოყენება არ ღირს, რადგან შესაძლოა, ფორების ჩახერგვა გამოიწვიოს. DD-კრემი საუკეთესო ვარიანტია შუა ხნის ასაკის კანისთვის.


  4. PP-კრემი
    Pink рerfect(ვარდისფერი სრულყოფილება), იგივე PP-კრემი - ესაა ბაზისი მაკიაჟის ქვეშ. სილიკონის ნაწილაკები კრემის შემადგენლობაში ავსებს კანის უთანასწორობას, აუმჯობესებს რელიეფს, აგლუვებს ნაოჭებს, შრამებს, ავიწროვებს ფორებს. კანი გლუვი და სწორი ხდება. ტუბში ვულგარული ვარდისფერი ნუ შეგაშინებთ.
    კანზე იგი გამჭვირვალე და შეუმჩნეველი ხდება. არ დაგავიწყდეთ, კანის წინასწარ გაწმენდა და დატენიანება. PP-კრემის წასმის შემდეგ შეგიძლიათ თამამად წაისვათ ჩვეულებრივი ტონალური კრემი.
    PP-კრემი ნებისმიერი ტიპის კანისთვის გამოგადგებათ, თუმცა იგი არ გამოიყენება დამოუკიდებელ საშუალებად.


  5. EE-კრემი
    Extra еxfoliation(ექსტრა აქერცლვა), ანუ EE-კრემი, აახლებს და ქერცლავს კანის მკვდარ უჯრედებს, იცავს კანს მზის ზემოქმედებისგან, ატენიანებს, ანიჭებს ელვარებასა და მსუბუქ ელფერს. ზოგიერთი სახეობა აერთიანებს ულტრაიისფერისგან დაცვასა და აკნესთან ბრძოლას. EE-კრემი არ გამოდგება ხშირი გამოყენებისთვის და არაა რეკომენდებული ნაზი და მგრძნობიარე კანის მფლობელთათვის.
    ეს საშუალება შექმნილია მათთვის, ვისაც უფერული კანი ან ჭარბი შავი წერტილები აქვს. EE-კრემი გაღიავების ეფექტით რუჯის მოყვარულთათვისაც კარგია: კრემი ნაწილობრივ ფარავს პიგმენტურ ლაქებს.

ამ საშუალებების უდიდესი უპირატესობა ისაა, რომ მათ ფერში ვერ შეცდებით, ვინაიდან ისინი იდეალურად ერწყმის კანის ტონს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.