ფართო მოხმარების საქონლისგან.
ფასისას და ხარისხის შეუსაბამობის გამო, მე არ ვენდობი მაღაზიის კოსმეტიკას. თუმცა, ყოველთვის ასე არ იყო. ჩემი საუკეთესო მეგობარი დიპლომირებული კოსმეტოლოგია, რომელმაც მასწავლა შემადგენლობაში გარკვევა და რამდენიმე საიდუმლო, თუ როგორ უნდა მოვამზადო კრემი, ნიღაბი თუ ბალზამი დამოუკდიებლად.
შედეგით კმაყოფილი ვარ! საიდუმლოს არ ვმალავ, პირიქით, ყველა ქალს ვუზიარებ. უნიკალური საშუალება, რომელიც თქვენი ორგანიზმისთვის, თმების, კანისა და ფრჩხილებისთვის აუცილებელია, ნიკოტინის მჟავაა. ცოტამ თუ იცის მის შესახებ, თუმცა იგი ნამდვილი პანაცეააა კანის პრობლემებისთვის, ორგანიზმისთვის კი სასარგებლო და საჭირო ვიტამინი.
ნიკოტინის მჟავა ამპულებში
მედიცინაში ამ ნივთიერებას ვიტამინ РР-ს, В3-ს ან ნიაცინს უწოდებენ. მისი მოქმედება ეფუძნება დამჟავებად-აღმდგენ რეაქციაში მონაწილეობას. ასევე, ნიკოტინის მჟავა ხელს უწყობს ქსოვილების ზრდას და ცხიმების ენერგიაში გარდაქმნას.
ვიტამინ РР-ს მინიმალური უკმარისობა იწვევს საგანგაშო სიმპტომებს: გულისრევას, თავის ტკივილებს, საჭმლის მონელების დარღვევებს, საერთო სისუსტესა და უძილობას. თუმცა, დეფიციტის ყველაზე პირველადი ნიშნებია კანის აქერცვლა, სიმშრალე და დერმატიტი, ასევე, ნაადრევი ნაოჭების გაჩენა.
გარეგანი გამოყენებისას ნიკოტინის მჟავა აფართოებს სისხლძარღვებს და ხელს უწყობს კანის საფარველის სისხლით გაჟღენთვას. თავისი ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით, ვიტამინი РР ხსნის ანთებას და ხელს უშლის კანიდან სითხის კარგვას. ამიტომ, იგი ხდება მკვრივი და ახალგაზრდავდება რამდენიმე პროცედურის შემდეგ. გარდა ამისა, ვიტამინი РР ასტიმულირებს მარეგენერირებელ პროცესებს, აუმჯობესებს კანის ტექსტურასა და ტონს.
"ბატის კანი". მაოჭები და ჭარბი პიგმენტაცია წარსულში დარჩება, თუ სწორად გამოიყენებთ ისეთ ძვირფას პროდუქტს, როგორიც ნიკოტინის მჟავაა და რომლის შეძენაც თეთრებადაა შესაძლებელი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. მჟავის გამოყენება ამპულებში ყოველთვის გამართლებულია. კოსმეტიკის საშინაო პირობებში მოსამზადებლად დაგჭირდებათ კომპონენტების მინიმალური ნაკრები.
რეცეპტები ნიკოტინის მჟავით
- სახის ნიღაბი ალოეთი
შეურიეთ 2 ამპულა ნიკოტინის მჟავა 1 ს.კ. ალოეს წვენს. მიღებული მასა დაიტანეთ სუფთა კანზე 25 წუთით. დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ სუფთა წყლით. - ნიღაბი ჯანჯაფილით
ეს საშუალება ებრძვის პიგმენტაციასა და კანის ცხიმიან ელვარებას. მის მოსამზადებლად შეურიეთ 1 ს.კ. წვრილად დახეხილი ჯანჯაფილი და შეურიეთ 2 ამპულა ვიტამინ РР-ს. დაიტანეთ კანზე ბამბის დისკის გამოყენებით, მოერიდეთ თვალის ირგვლივ მიდამოებს. გაიჩერეთ 10 წუთით. - აღმდგენი კრემი ნიკოტინის მჟავით
აიღეთ 2 ჩ.კ. ჩვეულებრივი, დამატენიანებელი კრემი, შეურიეთ 1 ამპულა ნიკოტინის მჟავა და ნახევარი ამპულა ვიტამინი C. კარგად მოურიეთ და წაისვით კანზე ძილისწინ. - გამაღიავებელი ნიღაბი
შეურიეთ 1 ს.კ. თაფლი, 3 ს.კ. ლიმონის წვენი და 5 წვეთი ნიკოტინის მჟავა. წაისვით კანზე დღეში ორჯერ, 20 წუთით. 7 პროცედურის შემდეგ კანი შესამჩნევად გაღიავდება. - ლიფტინგ-ნიღაბი ბანანით
აიღეთ ქათმის კვერცხის 1 ცილა და ჩანგლით ათქვიფეთ. დაუმატეთ 1 ჩ.კ. თაფლი, 2 ს.კ. მწიფე ბანანის რბილობი და ნახევარი ამპულა მჟავა. კარგად აურიეთ, წაისვით სახეზე 15 წუთით. - 40+ ნიღაბი მშრალი და გაუწყლოებული კანისთვის
შეურიეთ 1 ჩ.კ. გლიცერინი, ვიტამინი A, ტოკოფეროლი და მინერალური წყალი. გაათბეთ მასა ორთქლის აბაზანაზე და დაუმატეთ 1 ამპულა ნიკოტინის მჟავა. წაისვით ნიღაბი თხლად, 30 წუთით. თვალები დაიფარეთ ბამბის დისკებით.