» » » როგორ დავამარცხოთ ნაოჭები, გამონაყარი და შავი წრეები თვალებს გარშემო. იაფი და მოქმედი საშუალება

როგორ დავამარცხოთ ნაოჭები, გამონაყარი და შავი წრეები თვალებს გარშემო. იაფი და მოქმედი საშუალება

ღამის კრემის სწორად შერჩევა - საკმაოდ რთული დავალება, რომელსაც ქალბატონების არც თუ ისე მცირე ნაწილი თავს ვერ ართმევს. სწორედ მასზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად და ხარისხიანად გამოვკვებავთ ჩვენს კანს.

რა თქმა უნდა, არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც ამ დავალებას ეფექტურად უმკლავდება, თუმცა ისინი საკმაოდ ძვირად ფასობს. რაც შეეხება ბიუჯეტურ კოსმეტიკურ საშუალებებს, მათი უმრავლესობა სასურველ შედეგს ვერ გვაძლევს ან გაჯერებულია ჩვენი კანისა და ჯანმრთელობისთვის მავნე ქიმიური ნივთიერებებით. სწორედ აქედან გამომდინარე, დღევანდელ სტატიაში "რჩევების" რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რეცეპტს სახლის პირობებში საკუთარი ხელით საოცრად ეფექტური ნიღბებისა და კრემების დასამზადებლად. თითოეული მათგანი არაჩვეულებრივად კვებავს, ატენიანებს და აახალგაზრდავებს კნას. რეგულარული პროცედურების შედეგად ნაოჭები, შავი წრეები თვალებს გარშემო, კანის არათანაბარი ტონი და სხვა კოსმეტიკური პრობლემები წარსულში დარჩება.

ნატურალური, საოცრად ეფექტური კოსმეტიკური კრემები საკუთარი ხელით



რძე და ალოე

მოცემული ნარევი არაჩვეულებრივად კვებავს და ატენიანებს კანს. მისი დახმარებით თქვენ მარტივად მოიშორებთ შავ ტომრებს თვალებიდან და ვიზუალურად რამდენიმე წლით გაიახალგაზრდავებთ თავს. მოცემული კრემი სწრაფად და მარტივად შეიწოვება კანში და არ ახშობს, აცობს ფორებს. ამინომჟავები, რომელთაც საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს რძე, ეფექტურად გვაშორებს კანის მკვდარ უჯრედებს.



თქვენ დაგჭირდებათ:
  • 2 ს.კ. ალოე ვერას წვენი ან გელი;
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი;
  • 2 ს.კ. მშრალი რძე.

ინგრედიენტების მოცემული რაოდენობით თქვენ შეძლებთ პატარა ქილის ავსებას, რომელიც სულ რამდენიმე გამოყენებაზე გეყოფათ. შეგიძლიათ წინასწარ მისი დიდი რაოდენობით დამარაგებაც, მთავარია კომპონენტების პროპორციები დაიცვათ სწორად. მზა კრემი აუცილებლად უნდა შეინახოთ მაცივარში. ყოველ საღამოს, დაძინებამდე დაახლოებით 1 საათით ადრე წაისვით ეს კრემი სახის კანზე თხელ ფენად.

მოცემულ საშუალებას პირადად ვიყენებ და მისი ეფექტით ძალიან კმაყოფილი ვარ. მიმიკური ნაოჭები ზომაში საგრძნობლად შემცირდა, ხოლო ხშირი შეშუპება და შავი ტომრები თვალებს ქვემოთ წარსულში დარჩა.



მაწონი და ფორთოხალი

მოცემული ნატურალური კრემის გამოყენება რეკომენდებულია აბსოლიტურად ყველა ასაკის ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი 30 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის. მაწვნისა და ფორთოხლის ნარევი ეფექტურად აფერხებს დაბერების პროცესს და იცავს ჩვენს კანს ნაოჭებისა და პიგმენტური ლაქების გაჩენისგან. როდესაც კანზე დაბერების პირველივე ნიშნებს შენიშნავთ, დაიწყეთ ამ კრემის გამოყენება ყოველდღიურად. ასე თქვენ შეძლებთ კოსმეტიკური დეფექტების თავიდან არიდებას.



ინგრედიენტები:
  • 1 ფორთოხლის დაფქული ცედრა;
  • 1 ს.კ. კურკუმის ფხვნილი;
  • 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი;
  • 100 გრამი ნატურალური მაწონი (იოგურტი).

იმის გათვალისწინებით, რომ ამ კრემში ლიმონმჟავა შედის, მისი დატოვება მთელი ღამით არ არის რეკომენდებული. წაისვით ეს საშუალება სახის კანზე დაძინებამდე ერთი საათით ადრე და უშუალოდ დაძინების წინ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.



ავოკადო და კვერცხი

მოცემული კრემი ღრმად აღწევს კანის ფორებში, კვებავს და ატენიანებს მას. ალოესა და კვერცხისგან დამზადებული ნატურალური კრემი არაჩვეულებრივად აახალგაზრდავებს კანს, ჭიმავს მას და ამცირებს ნაოჭებს ზომაში.

ინგრედიენტები:
  • 1 კვერცხი;
  • ნახევარი ავოკადოს რბილობი.

პატარა ნაჭერებად დაჭრილი ავოკადოს რბილობი მოათავსეთ ბლენდერში, დაამატეთ 1 კვერცხი (როგორც ცილა, ასევე გული) და ურიეთ კარგად რამდენიმე წუთის განმავლობაში. მიღებული ფაფისებრი მასა დაძინებამდე 1 საათით ადრე წაისვით სახის კანზე თხელ ფენად. ის არაჩვეულებრივად წმენდს ფორებს და რაც მთავარია, ავიწროებს მათ.



თაფლი და ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთი - უნივერსალური პროდუქტია, რომელიც ფარტოდ გამოიყენება კოსმეტიკაში. მოცემული ნარევი არაჩვეულებრივად არბილებს კანს, ებრძვის გამონაყარს, გამოირჩევა ანტიბაქტერიული და ანტიოქსიდანტური ეფექტით.

ინგრედიენტები:
  • 3 ს.კ. ნატურალური თაფლი;
  • 100 გრამი ქოქოსის ზეთი.

შეურიეთ ორივე ინგრედიენტი ერთმანეთში, მოათავსეთ მოსახერხებელ ჭურჭელში, რომელსაც კარგად ეფარება თავსახური და შეინახეთ ცივ ადგილზე. დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე ნელი წრიული, მასაჟური მოძრაობებით შეიზილეთ ეს კრემი სახის კანზე. გარდა იმისა, რომ მოცემული საშუალება ეფექტურად კვებავს და ატენიანებს კანს, ის ებრძვის ნაოჭებსა და შეშუპებას. თაფლისა და ქოქოსის ზეთის ნარევი გამაახალგაზრდავებელი ეფექტით გამოირჩევა.



აარჩიეთ თქვენთვის სასურველი მოცემული 4 საშუალებიდან და შეუდექით საკუთარ თავზე ზრუნვას დღეიდანვე. თითოეული მათგანი საოცარი ეფექტურობით გამოირჩევა. რეგულარული პროცედურების შედეგად თქვენი კანი საოცრად გლუვი, რბილი, ლამაზი და მიმზიდველი იქნება. მათი გამოყენება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში, თუმცა საუკეთესო შედეგის მისაღებად რეკომენდებულია მათი გამოყენება დაძინების წინ და მთელი ღამით დატოვება (გარდა საშუალებისა, რომელშიც ლიმონმჟავა შედის).
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.