იმისათვის, რომ ბავშვმა დამოუკიდებლობა ისწავლოს, უნდა ანდოთ მას გადაწყვეტილებების მიღება. მერე რა, თუ არასწორად გადაწყვეტს რამეს? სამაგიეროდ, ამას დამოუკიდებლად გააკეთებს და პატივისცემას იმსახურებს.
არსებობს 7 მნიშვნელოვანი რამ, რაც, ფსიქოლოგების რეკომენდაციით, მშობლებმა არ უნდა შეითავსონ შვილების ნაცვლად, რათა აცადონ მათ განვითარება დამოუკიდებელ, ნამდვილ პიროვნებად.
ბავშვების აღზრდა და განვითარება
- არ აიძულოთ/აუკრძალოთ მეგობრობა
ოჯახებით მეგობრობა, რასაკვირველია, ძალიან კარგია. მაგრამ ის, რომ მშობლებს მეორე წყვილი მშობლები მოსწონთ, არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვებსაც უნდა მოსწონდეთ ერთმანეთი. მათ აქვთ უფლება, სასურველი სანაცნობო წრე შეიქმნას. შეცდომა იქნება მათთვის ამაში ხელის შეშლა. - არ დაალაგოთ ბავშვის ნაცვლად მისი ოთახი
თითოეულს თავისი პირადი სივრცე უნდა ჰქონდეს. ბავშვისთვის ეს თავისი ოთახია. მან თავად უნდა ისწავლოს მასში სისუფთავის დაცვა. იმის ცოდნა, რომ დედა დამლაგებელი და მოსამსახურე არაა, რომელიც ყველაფერს გააკეთებს მის ნაცვლად, მას ნამდვილად პატივსაცემ ადამიანად გაზრდის. - არ მოელაპარაკოთ მასწავლებლებს ნიშნების თაობაზე
მთავარია ცოდნა და არა ნიშნები. თუ ნიშნები ასე მნიშვნელოვანია, მიეცით ბავშვს უფლება, დამოუკიდებლად მივიდეს მასწავლებელთან და მოელაპარაკოს. ისწავლოს ურთიერთობა ზრდასრულებთან და დაალაგოს მათთან კონტაქტი. ეს ხომ მისი, მოსწავლის გასავლელი გზაა და არა მშობლისა. - არ მოამზადოთ მის ნაცვლად საშინაო დავალება
თუ ბავშვი დახმარებას ითხოვს, რა თქმა უნდა, მიეხმარეთ: აუხსენით მასალა, წაიკითხეთ მასთან ერთად, განიხილეთ დავალება. უკიდურეს შემთხვევაში - დაიქირავეთ რეპეტიტორი. არავითარ შემთხვევაში არ გამოიჩინოთ ინიციატივა, მთლიანად მოუმზადოთ გაკვეთილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ვეღარაფერში გაერკვევა. - არ ჩაერიოთ შვილის კონფქლიქტში სხვა ბავშვებთან
როგორ გინდათ გამოქომაგება, როცა გეჩვენებათ, რომ სხვისი ბავშვი თქვენსას აბრაზებს. უნდა შეიკავოთ ემოციები! ამ სიტუაციაში, ოპონენტი მცირეწლოვანია და მასთან საქმე უნდა გაარკვიოს თანატოლმა, ანუ თქვენმა შვილმა. - არ უპასუხოთ ბავშვის ნაცვლად, როცა მას მიმართავენ
არსებობენ მშობლები, რომლებსაც იმდენად ეშინიათ, რომ მათი შვილები რაღაც ზედმეტს ან არასწორს იტყვის, რომ მზად არიან, მათ ნაცვლად გასცენ პასუხი. მათ ეშინიათ სხვებთან შერცხვენისა და თავიანთი ქცევით, ქვეცნობიერად, ბავშვებს აგრძნობინებენ, რომ მათ გამო რცხვენიათ.
ამ ჩვევის უკან იმალება სურვილი, აკონტროლონ ბავშვი. უნდა გაერკვეთ მის მიზეზებში და აღმოფხვრათ. - არ შეურჩიოთ ბავშვს ინტერესთა წრე
ყველა ზრდასრულს არ მიუღწევია იმისთვის, რაზეც ბავშვობაში ოცნებობდა. მცდელობა, ყველაფერი ბავშვზე აანაზღაურონ, ყველა ახალ თაობაშია.
თუ ვაჟს ასტროლოგიის შესასწავლად შეიყვანთ, ხოლო გოგონას ბალეტზე, იკმაყოფილებთ საკუთარ ამბიციებს. პატარა ადამიანს უფლება აქვს, თვითონ გადაწყვიტოს საკუთარი ინტერესების სფერო.