თუმცა, დაკვირვება საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ერიკა რასონმა, ესექსის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჩაატარა კვლევა, რომლითაც დამტკიცდა, რომ მკაცრ და მომთხოვნ დედებს უფრო წარმატებული შვილები ეზრდებათ.
მკაცრი აღზრდა
მაშინვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მკაცრ აღზრდას არავითარი კავშირი არ აქვს ფიზიკურ ძალადობასთან. აქ იგულისხმება მომთხოვნი ხასიათი და შეზღუდვები, ოღონდ არანაირი ქამარი და წიხლები! კვლევები დაფუძნებულია 15 000-ზე მეტი ბავშვის გამოკითვებზე 6 წლის მანძილზე 13-14 წლის ასაკში. მაშ ასე, ბავშვები, რომლებსაც ძალიან მკაცრი მშობლები ჰყავდათ, უფრო თავდაჯერებულები და ძლიერები არიან.
ბავშვები, რომლებსაც დაჟინებული და მტკიცე მშობლები ჰყავდათ, ხშირად, კოლეჯს ამთავრებდნენ და კარგ სამსახურსაც იღებდნენ. ეს უცნაურად მოგეჩვენებათ, თუმცა, მომთხოვნ და მკაცრ დედებს უფრო წარმატებული შვილები ჰყავთ. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ გოგონებს, რომელთა დედებიც ძალიან მტკიცე მშობლები ჰყავდათ, 4%-ით ნაკლები შანსი აქვთ ნაადრევად დაფეხმძიმებისა.
-"ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ვაღწევთ წარმატებას იმის კეთებით, რაც ყველაზე მოსახერხებლად მიგვაჩნია ჩვენთვის, მაშინაც კი, თუ ეს ჩვენი მშობლების სურვილის წინააღმდეგ მიდის. თუმცა, როგორც არ უნდა ვეცადოთ მშობლებისთვის თავის არიდება, მათი ნებისმიერი რეკომენდაცია მაინც მოქმედებს ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. თუმცა, ჩვენ ვთვლით, რომ ყველაფერს დამოუკიდებლად ვწყვეტთ" - ამბობს რასონი.
ჩვენი ცხოვრების მაგალითებიც რომ ავიღოთ, შევამჩნევთ, რომ ეს კვლევები ნამდვილია. მაგალითად, მშობლები ულტიმატუმებით გვიკრძალავდნენ ვინმე ნიკასთან ან თაკოსთან ურთიერთობას და გვიხსნიდნენ კიდევაც, თუ რატომ არ ღირდა ამის გაკეთება.
ბუნებრივია, ყველა აკრძალვას გვერდს უვლიდით და კონტაქტობდით მათთან, თუმცა ამ ადამიანებს უფრო უნდობლად უყურებდით. საბოლოოდ, თქვენ მაინც წყვეტდით მათთან ურთიერთობას და გესმოდათ მშობლების მართებულობა. შედეგად: ზრდასრულ ასაკში ავტომატურად გამორიცხავთ ირგვლივ თქვენთვის უსარგებლო ადამიანებს.
ან, სანამ 13-16 წლის ასაკში თქვენი დაქალები გაკვეთილებს აცდენდნენ და შეყვარებულებს იჩენდნენ, თქვენ გაიძულებდნენ გაკვეთილების მომზადებას, პიანინოზე დაკვრას, აწესებდნენ კომენდანტის საათს. საბოლოოდ, მეგობრები დაფეხმძიმდნენ ან სკოლიდან გავიდნენ, თქვენ კი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდით, გაიცანით ღირსეული მამაკაცი და დამაყარეთ სასარგებლო ნაცნობობა. ეს მკაცრი აკრძალვები ხომ სასარგებლო გამოდის?
ცნობილია, რომ ბავშვებს, რომლებსაც მკაცრად ზრდიდნენ, პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა აქვთ. შეუმჩნევლად თავადაც ეჩვევიან წესრიგს, იხდიან კომუნალურებს დროულად, ექიმთან დადიან და კიდევ ათასობით წვრილმან საქმეს აკეთებენ, რაც სხვა ადამიანებს აღელვებთ, მათ კი - არა. ისინი უბრალოდ შეჩვეულები არიან ამას.