როგორ დავარეგულიროთ წნევა
ჩინურ ტრადიციულ მედიცინაში ითვლება, რომ ფეხები, უფრო სწორად, ტერფები, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობაში. ჩინელები ადამიანს ხეს ადარებენ - ტორსი ერთგვარი ღეროა, ხელები - ტოტები, ხოლო ფეხები - საიმედო ფესვები. როგორც ხე ვერ იქნება ჯანმრთელი მყარი ფესვების გარეშე, ისე ადამიანიც.
ტერფებზე ადამიანის 6 ძირითადი მერიდიანი გადაიკვეთება: ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თირკმლების, ელენთისა და კუჭის. სწორედ ეს მერიდიანები და მათში ენერგიის ჯანსაღი გადინება უზრუნველყოფს ადამიანის სხეულში ყველა ორგანოს სწორ ფუნქციონირებას.
სწორედ ფეხების გავლით, ტრადიციული ჩინური მედიცინის სპეციალისტების აზრით, სხეული ტოვებს გადამუშავებულ ენერგიას. თუ ტერფებში გარკვეული შეფერხებაა, ეს აისახება ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე. როცა გადამუშავებული ენერგია ვეღარ გამოდის ორგანიზმიდან, ჩნდება შეფერხება, რომელიც დროთა განმავლობაში სულ ზევით მიიწევს.
საბოლოოდ, გულს უჭირს ფეხებიდან სისხლის ამოქაჩვა. ამით ზიანდება სისხლძარღვები, რომლებიც მუდმივად მომატებულ ტონუსშია. დროთა განმავლობაში იწყება წნევის ცვლილებები, გულ-სისხლძარღვთა სისტემების დაძაბულობა კი დაღლილობასა და დეპრესიას იწვევს.
ამ შეფერხების შედეგად, ასევე, ჩნდება ვარიკოზი, თრომბოფლებიტი, ტკივილი ზურგის არესა და თირკმლებში, ქალური დაავადებები და მსგავსი პრობლემები. თუმცა, ყველაზე უსიამოვნოა წნევის მუდმივი ცვლილებები, თავის ტკივილები და ჰიპერტონია. ხშირ შემთხვევაში, ჰიპერტონიის წინააღმდეგ ნიშნავენ ბეტა-ბლოკატორებს, თუმცა, ეს აბები უფრო მეტად ავნებს ორგანიზმს, ვიდრე მაღალი წნევა.
რა თქმა უნდა, კრიტიკულ შემთხვევებში მათ გარეშე ვერ გამოძვრებით, თუმცა, ბეტა-ბლოკატორები აუარესებს გულის ენერგიას, რითაც მის ფუნქციონირებას ანელებს. ეს კრიტიკული სიტუაციის მხოლოდ დროებითი გადაწყვეტაა, ოღონდ არა მკურნალობა. პირველ რიგშო, წნევის დასარეგულირებლად უნდა გათავისუფლდეთ გადამუშავებული ენერგიისგან.
ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ტერფებზე დიდი რაოდენობით აქტიური წერტილია. მათ შორის მთავარია იუნ ცუანის წერტილი, რომელსაც მფეთქავ ხალსაც უწოდებენ. სწორედ ამ წერტილის გავლით შევიწოვთ ენერგიას მიწისგან და ვათავისუფლებთ გადამუშავებულს. ამ წერტილის სტიმულაციისთვის საჭიროა მასზე ყოველდღიური ზემოქმედება.
იუნ ცუანის წერილი ტერფის შუაშია მოთავსებული. თუ ფეხის თითებს ძლიერად მოუჭერთ, დიდ და მცირე ბარიერს შორის პატარა ორმო გაჩნდება, სადაც ეს წერტილი მდებარეობს. მასზე ზემოქმედება ათავისუფლებს შეფერხებულ ენერგიას, აუმჯობესებს თირკმლების მუშაობას, ახანგრძლივებს სიცოცხლეს და ანელებს დაბერების პროცესს.
უმჯობესია, მასზე თითებით იმოქმედოთ, ტრავმებს რომ მოერიდოთ. უბრალოდ დაიზილეთ იუნ ცუანის წერტილი დღეში 5-10 წუთით ორივე ტერფზე. ეს გაგათავისუფლებთ ენერგეტიკული შეფერხებისგან და აღადგენს ცირკულაციას. დროთა განმავლობაში წნევაც დარეგულირდება.
შესაძლოა, მხოლოდ მასაჟი საკმარისი არ იყოს. აუცილებლად დაუმატეთ მას ყოველდღიური სავარჯიშოები. ყველაზე ეფეწტური სავარჯიშოები ამ შემთხვევაში - დახრებია. ეს ავარჯიშებს სისხლძარღვებსა და გულს, არეგულირებს წნევას და უმკლავდება ჰიპერტონიას.
ყოველ დილასა და საღამოს დაუთმეთ 15 წუთი ამ სავარჯიშოს. ჯერ ცოტათი გაიწელეთ გასახურებლად. შემდეგ მაქსიმალურად წამოწიეთ ხელები და გაწელეთ ზემოთ. შეჩერდით ამ მდგომარეობაში, ღრმად ჩაისუნთქეთ. ამოსუნთქვისას დაიხარეთ იატაკისკენ. შეიკავეთ ეს მდგომარეობა რამდენიმე წამით, სანამ სისხლი თავისკენ არ წამოვა.
ამის შემდეგ ნელა გასწორდით და დაისვენეთ. გაიმეორეთ 5-6ჯერ. გააკეთეთ დახრები ნელა, აუჩქარებლად, რათა არ გადაიტვირთოთ. თუ თავბრუ დაგეხვევათ, მაშინვე შეწყვიტეთ სავარჯიშოს შესრულება.
ასევე, სასარგებლოა მკვეთრი დახრების შესრულება მუხლებზე დგომითაც. ამოსუნთქვისას დაიხარეთ წინ, მოხრილი ხელებით მიაჭირეთ მუცელს, გამოდევნეთ ჰაერი. სავარჯიშოს შესრულების შემდეგ დაიფერთხეთ ფეხები და ხელები, შემდეგ კი დაიზილეთ იუნ ცუანის წერტილები.
ეს ყველაფერი კომპლექსში შეამცირებს წნევას, დაგიცავთ მისი მუდმივი ცვლილებებისგან.