» » » ჰიპერტონიის მკურნალობა სხვადასხვა მცენარეების ნაყენებით და ნახარშებით

ჰიპერტონიის მკურნალობა სხვადასხვა მცენარეების ნაყენებით და ნახარშებით

ჰიპერტონული დაავადების წარმოქმნის ძირითად მიზეზად ითვლება ნერვულ-ფსიქიკური დაძაბულობა და სტრესული სიტუაციები. ამ დროს, როგორც წესი, ადამიანს უჩნდება ნევროზი, რომელიც სისხლძარღვების ტონუსის რეგულაციაზე მოქმედებს. არტერიოლებსა და მცირე არტერიების ჰიპერტონია იწვევს არტერიული წნევის აწევას, ხოლო თავის ტვინის, გულისა და სხვა ორგანოების სისხლძარღვების ტონუსის დარღვევა იწვევს ცერემბრალურ, კარდიალურ და სხვა დაავადებებს. ჰიპერტონიის მიმდინარეობა დამოკიდებულია დაავადების ფორმასა და სტადიაზე.

მკურნალობა ფიტოთერაპიით:
  • იღებენ 2 სუფრის კოვზ გამხმარ პიტნას, ასხამენ 2 ჭიქა ადუღებულ წყალს და აჩერებენ 5-8 წუთს. სვამენ როგორც ჩაის. შესაძლებელია შეუზღუდავი რაოდენობით მიღება.

  • ჰიპერტონიული დაავადების I სტადიის დროს იყენებენ შემდეგ ფიტონაკრებებს.
    იღებენ 30 გრ შავბალახას, 30 გრ ფითრის ღეროსა და ფოთლებს, 30 გრ სამყურა ბალახს, 20 გრ ბერულას, 20 გრ შვიტას, 20 გრ არყის ხის ფოთლებს, 15 გრ კუნელის ფოთლებს, 50 გრ ასკილის ნაყოფს.
    1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ მასას ასხამენ 1 ჭიქა ცივ წყალს, აჩერებენ 3 საათს, შემდეგ ადუღებენ 5 წუთის განმავლობაში. აციებენ და წურავენ.
    მიღებულ წამალს იღებენ მთელი დღის განმავლობაში, მცირე ყლუპებით. მკურნალობის კურსი - 15 დღე.

  • თუ ჰიპერტონიული დაავადება I-II სტადიაშია და სტენოკარდიული მოვლენები ახლავს, ამზადებენ შემდეგ ნარევს. იღებენ 15 გრ არყის ხის კვირტს, 15 გრ ადონისს, 15 გრ შვიტას, 15 გრ პიტნას, 5 გრ ლანდიშს, 10 გრ სამკურნალო გვირილას ყვავილს, 5 გრ არნიკის ყვავილს, 30 გრ თეთრი ფითრის ფოთლებს.
    2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნარევს ასხამენ 1-2 ლიტრ წყალს, აჩერებენ 3 საათს, ადუღებენ 5 წუთს და შემდეგ აციებენ. შემდეგ წურავენ. მიიღება 1/4 ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
    თუ არტერიული წნევა ძალიან მაღალია, ნახარშს დღეში 4-ჯერ იღებენ.

  • თუ ჰიპერტონიულ დაავადებებს თან ახლავს აღგზნებადობა, ძილის დარღვევა, ტაქიკარდია, მაშინ იყენებენ შემდეგ ფიტონაკრებს.
    იღებენ 15 გრ ვალერიანის ფესვებს, 15 გრ შავბალახას, 15 გრ კვლიავს, 15 გრ კუნელის ყვავილს, 20 გრ ფითრის ბალახს, 20 გრ მუზარადას.
    2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნარევს ხარშავენ 1/2 ლიტრ ადუღებულ წყალში, აჩერებენ 2 საათს. შემდეგ წურავენ. მიიღება 1/4 ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.