» » » შინ მომზადებული ჩიზქეიქი: 6 ოქროს წესი, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვათ

შინ მომზადებული ჩიზქეიქი: 6 ოქროს წესი, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვათ

ჰაეროვანი ჩიზქეიქი ნაზი და ხრაშუნა ორცხობილის ძირით - ეს ხომ ერთი ნახვით შეყვარების მაგალითია. დიახ, მათ ვერ უწოდებთ დიეტურს, თუმცა ეს ცხოვრება ძალიან მოკლეა იმისთვის, რომ ტკბილეულზე უარი თქვათ. მითუმეტეს, ასეთ გემრიელობაზე!

რჩევების რედაქცია გთავაზობთ ასეთი სილამაზის შექმნას თქვენივე სამზარეულოში. მიჰყევით ჩვენს მიერ შედგენილ წესებს და თქვენი ჩიზქეიქი იდეალური გამოვა!

როგორ მოვამზადოთ იდეალური ჩიზქეიქი


  1. იმისათვის, რომ კლასიკურმა ჩიზქეიქმა საჭირო კრემისებრი კონსისტენცია მიიღოს, დაუმატეთ მასში ნაღების ან ხაჭოს ყველი, მაგალითად, "ფილადელფია". შეგიძლიათ, იგი ხაჭოსაც შეურიოთ, რათა დესერტი უფრო მყარი გამოვიდეს. ამბობენ, რომ ყველაზე გემრიელი ჩიზქეიქი შინ მომზადებული ხაჭოთი გამოდის.
  2. ინგრედიენტები ათქვიფეთ მიქსერით ან ხელით, დაბალი სიჩქარით. თუ ხაჭოს მასა ჰაერით გადაივსება, ცხობისას ჩიზქეიქი დასკდება.


  3. ასევე, ჩიზქეიქი შეიძლება დასკდეს ტემპერატურის ცვლილებების გამო. ამიტომ, არ იჩქაროთ დესერტის გამოღება ღუმელიდან. შეაღეთ ღუმელის კარი და დატოვეთ დესერტი შიგნით 20-30 წუთით.
  4. აუცილებლად გააგრილეთ მზა ჩიზქეიქი. თუ დრო გაქვთ, გააჩერეთ მაცივარში 3-4 საათით, უმჯობესი იქნება, თუ მთელი ღამით შედგამთ. ასე შიგთავსი უკეთ აითვისება და არ ჩამოცვივდება დაჭრის დროს.


  5. საუკეთესო საცხობი ფორმა ჩიზქეიქისთვის არის ფორმა, რომელიც იშლება. ასე მარტივად ამოიღებთ დესერტს და არ დააზიანებთ მას. თუ წინასწარ ფორმის გვერდებსა და ფსკერს კარაქს წაუსვამთ, დესერტი უფრო მარტივად მოცილდება ფორმას.
  6. იმისათვის, რომ ჩიზქეიქი არ დაიფშვნეს ან დანას არ მიეკროს, გამოიყენეთ სველი დანა.
დახარჯულ დროს ნამდვილად არ ინანებთ! ჰაეროვანი ჩიზქეიქი ნამდვილი ხსნაა, როცა ძვირფასი სტუმრების გაოცება და კარგად გამასპინძლება გსურთ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.