» » » ღუმელთან დგომა არ მეხალისება, ამიტომ ვამზადებ "ზარმაც ნაპოლეონს" სულ რაღაც 20 წუთში

ღუმელთან დგომა არ მეხალისება, ამიტომ ვამზადებ "ზარმაც ნაპოლეონს" სულ რაღაც 20 წუთში

ბევრისთვის კარგად ცნობილია ტორტი "ნაპოლეონი". ნაყიდი დესერტი იმდენად გემრიელი როდია, რამდენადაც შინ მომზადებული. თუმცა, თუ ნამდვილად რაღაც ღირებულის მირთმევა გსურთ, დრო კი თითქმის არ გაქვთ, მოამზადეთ "ზარმაცი ნაპოლეონი"

ამ დესერტის მოსამზადებლად არ გჭირდებათ ღუმელის გახურება. გემოთი ტორტი ხრაშუნა გამოვა, მისი ნაზი კრემი კი პირში დადნება. სიმართლე რომ გითხრათ, ეს ნაპოლეონის ყველაზე გემრიელი ვარიანტია, რომელიც ოდესმე გამისინჯავს. მოამზადეთ და თავად დარწმუნდით.



ინგრედიენტები
  • 800 გ ფენოვანი ორცხობილა "გულები"
  • 1 ლ რძე
  • 4 კვერცხი
  • 150 გ კარაქი
  • 0.5 ჭიქა შაქარი
  • 6 ს.კ ფქვილი
  • მწიკვი ვანილის შაქარი
მომზადება
  1. ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი, ფქვილი და ვანილის შაქარი



  2. კარგად მოურიეთ, ჩაასხით რძე და მოათავსეთ ცეცხლზე.


  3. ხარშეთ კრემი, მუდმივად მოურიეთ, სანამ ბოლომდე არ გასქელდება. როცა კრემი ოდნავ გაგრილდება, დაუმატეთ კარაქი და მოურიეთ.
    შეგიძლიათ დაიწყოთ ტორტის აწყობა: ამოავლეთ ორცხობილა კრემში და მოათავსეთ თეფშზე. არ დაინანოთ ეს კრემი - რაც უფრო გულუხვი იქნებით, მით უფრო გემრიელი გამოვა "ნაპოლეონი".


  4. ბოლო ფენის ორცხობილაც ამოავლეთ დარჩენილ კრემში.


  5. წაუსვით კრემი ზემოდან და მოაყარეთ დაფშვნილი ორცხობილაც.

სულ ეს იყო, უგემრიელესი სწრაფი დესერტი მზადაა!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.