» » » საოცრად არომატული ფინიკის ჩიზქეიქი

საოცრად არომატული ფინიკის ჩიზქეიქი

არ მეგულება ადამიანი ვისაც ჩიზქეიქი არ უყვარს. მისი მომზადება სულაც არ არის ისეთივე რთული როგორიც ეს ბევრს მიაჩნია. ჩვენი რედაქცია დღეს გასწავლით ჩიზქეიქის მარტივ რეცეპტს.

6 ულუფისთვის საჭიროა:
  • 100 გრ ფინიკი
  • 500 გრ ხაჭო
  • 400 გრ იოგურტი ან მაწონი
  • 150 გრ თაფლი
  • 2 კვერცხი
  • 3 ს/კ ლიმონის წვენი
  • 100 გრ ქიშმიში
  • 0,5 ჩ/კ ვანილი
  • 1 ს/კ ლიმონის ცედრა
  • 150 გრ ფქვილი
  • 70 გრ შაქარი
  • 80 გრ კარაქი
  • 2 ს/კ წყალი
  • 0,5 ჩ/კ საფუარი
  • მწიკვით - მარილი

მომზადების წესი:
აურიეთ წვრილად დაჭრილი ფინიკი, ხაჭო, მაწონი, თაფლი, კვერცხი, ლიმონის წვენი, ქიშმიში, ვანილი, ლიმონის ცედრა.
ცალკე მიქსერით აურიეთ ფქვილი, შაქარი, კარაქი, წყალი, საფუარი და მარილი. ცომი ამოაგუნდავეთ, გაახვიეთ ცელოფნის პარკში და შედეთ მაცივარში. შემდეგ გააბრტყელეთ, ჩადეთ ცხიმწასმულ ყალიბში და 200o-ზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით. შემდეგ გამოიღეთ, თანაბრად დაადეთ ხაჭოს მასა და შეაბრუნეთ ღუმელში 1 საათით. ტემპერატურა დაუწიეთ 180o - მდე.
მზა ჩიზქეიქი გააცივეთ და მოაფრქვიეთ თავზე შაქრის პუდრი.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.