» » » 4 უგემრიელესი ღვეზელი ღუმელის გარეშე: წარმატებული რეცეპტები, რომლებიც თქვენს დროს დაზოგავს

4 უგემრიელესი ღვეზელი ღუმელის გარეშე: წარმატებული რეცეპტები, რომლებიც თქვენს დროს დაზოგავს

რა შეიძლება იყოს იმ მომენტზე უკეთესი, როცა რთული სამუშაო დღის შემდეგ გადააბიჯებთ ზღურბლს და იგრძნობთ ღვეზელის მიმზიდველ არომატს? ამ მომენტში ყველა პრობლემა და საზრუნავი მეორე ფლანგზე გადადის. რა თქმა უნდა, ყველა დიასახლისს არ აქვს ცომის მოზელისა და ცხობის დრო, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, რჩევების რედაქციას თქვენთვის რამდენიმე საინტერესო იდეა აქვს.



როგორც ჩანს, დაბრაწული ღვეზელის მომზადება ღუმელის გარეშეც შეიძლება. ჩვენ მოვამზადეთ რამდენიმე რეცეპტი, რომლებიც მხოლოდ ტაფასა და ცოტაოდენ დროს მოითხოვს.

ყველის ღვეზელი მწვანილით


ინგრედიენტები
  • 200 გ მყარი ყველი
  • 2 კვერცხი
  • 200 გ არაჟანი
  • 2 ს.კ. ხორბლის ფქვილი
  • 1 კონა კამა
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • მარილი გემოვნებით
მომზადება
  1. დახეხეთ ყველი მსხვილად, გარეცხეთ და დაჭერით მწვანილი, ღრმა თასში ათქვიფეთ კვერცხი არაჟანთან. დაუმატეთ ფქვილი და ყველი, კარგად მოურიეთ.
  2. დაუმატეთ მწვანილი და მარილი, მოზილეთ მასა. მოათავსეთ ცომი ტაფაზე გაცხელებულ ზეთზე.
  3. შეწვით ღვეზელი ერთი მხრიდან თავდახურულად, 8-10 წუთით, შემდეგ გადააბრუნეთ და ისევ 8-10 წუთით შეწვით, ამჯერად სახურავის გარეშე.
ღვეზელი ყველითა და ძეხვით


ინგრედიენტები
  • 1 ქათმის კვერცხი
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • 2 ს.კ. მაიონეზი
  • 4-4.5 ს.კ. ფქვილი
  • 150 გ ძეხვი
  • 1 პომიდორი
  • 100 გ მყარი ყველი
მომზადება
  1. ღრმა თასში შეურიეთ არაჟანი და მაიონეზი. შემდეგ დაუმატეთ 4ს.კ. ფქვილი და მოზილეთ ცომი.
  2. დაჭერით ძეხვი გრძლად, პომიდორი - კუბებად, დახეხეთ ყველი მსხვილად.
  3. ფრთხილად მოათავსეთ გაცხელებულ ტაფაზე ცომი, ზემოდან თანაბრად გადაანაწილეთ ძეხვი, პომიდორი და ყველი.
  4. მოამზადეთ პიცა ნელ ცეცხლზე თავსახურის ქვეშ, 20 წუთის მანძილზე.
ვაშლის პიროგი


ინგრედიენტები
  • 2 კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 2 ვაშლი
  • 0.3 ჩ.კ. ვანილინი
  • 0.5 ჩ.კ. დარიჩინი
  • 1 პაკეტი გამაფხვიერებელი
  • 1 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
მომზადება
  1. ღრმა თასში ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, ვანილინი და დარიჩინი. გარეცხეთ და გათალეთ ვაშლი, მოაშორეთ გული, დაჭერით წვრილ კუბებად და შეურიეთ ცომს.
  2. სილიკონის ფუნჯით ტაფას წაუსვით მზესუმზირის ზეთი. ჩაასხით მასში ცომი და გამოაცხვეთ პიროგი სახურავის ქვეშ ნელ ცეცხლზე, 20-30 წუთით.
ქათმის ღვეზელი


ინგრედიენტები
  • 150 გ კარაქი
  • 1 თავი ხახვი
  • 350 გ ქათმის ფილე
  • 400 გ კარტოფილი
  • 2 კვერცხი
  • 400 გ კარტოფილი
  • 300 მლ კეფირი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩ.კ. მარილი
მომზადება
  1. დაადნეთ ტაფაზე 50 გ კარაქი. გათალეთ და დაჭერით ხახვი, შეწვით ოქროსფრამდე.
  2. გარეცხეთ ფილე და დაჭერით წვრილად. გათალეთ და წვრილ კუბებად დაჭერით კარტოფილიც. დაადნეთ დარჩენილი კარაქიც და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.
  3. ღრმა ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხი კეფირით, გაცერით ფქვილი, დაუმატეთ მარილი. ყველაფერი შეურიეთ, შემდეგ ცომს დაუმატეთ დამდნარი კარაქიც.
  4. გაავსეთ ზეთი მიღებული ცომის ნახევრით, თანაბრად გადაანაწილეთ შიგთავსი და მოასხით მეორე ნახევარი.
  5. გამოაცხვეთ ღვეზელი საშუალო ცეცხლზე თავსახურის ქვეშ, 45-50 წუთით.
გემრიელად მიირთვით!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.