» » » ორაგულის ღვეზელი – არაჩვეულებრივი, არომატული შიგთავსით

ორაგულის ღვეზელი – არაჩვეულებრივი, არომატული შიგთავსით

რჩევების რედაქცია დღეს შემოგთავაზებთ თევზის ღვეზელის რეცეპტს. ღვეზელი თევზით – არა მარტო სრულფასოვანი ვახშამია მთელი ოჯახისთვის, არამედ ის ამშვენებს სადღესასწაულო მაგიდასაც.

ინგრედიენტები:
  • 300 გრ ორაგულის ფილე
  • ნახევარი ჭიქა თეთრი ღვინო
  • 1 ჭიქა რძე
  • 1 კვერცხი
  • 60 გრ ფქვილი
  • 1 მწიკვი შაქარი
  • 70 გრ ყველი
  • 1 ს/კ არაჟანი
  • 1 ს/კ დაკეპილი კამა
  • 2 ს/კ ზეთი
  • მარილი - გემოვნებით

დამზადების წესი:
ორაგულის ფილეს დაასხით იმდენი ცხელი წყალი, რომ დაიფაროს, დაუმატეთ ღვინო, ცოტა მარილი და 20 წუთი ხარშეთ. გააცივეთ წვენში.
კარგად ათქვიფეთ თბილი რძე, კვერცხი, მარილი, შაქარი. შეათქვიფეთ ფქვილი. ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ 20 წუთი და გამოაცხვეთ ცხიმიან ტაფაზე თხელი მაჭკატები (ბლინები).
მიქსერით ათქვიფეთ გაცივებული ორაგული, კამა, ყველი და არაჟანი.
თუნუქის ფურცელზე დადეთ მაჭკატი, წაუსვით მზა გულსართი და დააფარეთ მეორე ცალი და ა.შ. შედგით ცხელ ღუმელში.
სუფრაზე მიიტანეთ ცხლად. თავზე მოაწყვეთ გათლილი ლიმონის ნაჭრები.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.