» » » ფაფუკი ცომისგან მომზადებული ხორცის უგემრიელესი ღვეზელი

ფაფუკი ცომისგან მომზადებული ხორცის უგემრიელესი ღვეზელი

რჩევების რედაქცია დღეს უგემრიელესი ხორცის ღვეზელის მომზადებას გასწავლით. თუ დაბრაწული და ფუმფულა ღვეზელი თქვენი სუსტი წერტილია მაშინ ეს მადის აღმძვრელი რეცეპტი სწორედ თქვენთვისაა.

ინგრედიენტები:

გულსართისთვის
  • 1 კგ მოხარშული რბილი ხორცი
  • 200 გ ხახვი
  • 3 კვერცხი
  • მარილი, პილპილი - გემოვნებით
  • 50 გ ს/კ ბულიონი

    ცომისათვის
  • 0,5 ლ მაწონი
  • 3 კვერცხი (ერთის გული ზემოდან წასასმელად)
  • 100 გ კარაქი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 1 ს/კ ძმარი

დამზადების წესი:
მოხარშული ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპში. დავუმატოთ ერბოში მოხრაკული წვრილად დაჭრილი ხახვი და ვშუშოთ. დავასხათ ცოტა ბულიონში გახსნილი მარილი და პილპილი. კარგად მოვშუშოთ და გადმოვდგათ. გავარგილოთ. შევურიოთ დაკეპილი მაგრად მოხარშული კვერცხი. თუ გსურთ, დაუმატეთ დაკეპილი ოხრახუში და ქინძი.
კარგად ათქვეფილ კვერცხებს შევურიოთ მაწონი, ძმარში გახსნილი 1 ჩ/კ სოდა, გამდნარი, ოდნავ თბილი კარაქი. მოვზილოთ ნაზი ცომი და 1-2 საათი თბილ ადგილას დავდგათ. გავყოთ. ერთი ნაწილი დავფინოთ კარაქწასმულ და ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე, დავაყაროთ ხორცის გულსართი, გადავაფაროთ მეორე ნაწილი, ამოვკეცოთ, გადავუსვათ რძეში გახსნილი კვერცხის გული, ალაგ-ალაგ დავჩხვლიტოთ ჩანგლით და ცხელ ღუმელში შევდგათ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.