» » » ღვეზელების იდეალური რეცეპტი ნაპოვნია! უთხელესი ცომი ტაფაზე 5 წუთში ცხვება

ღვეზელების იდეალური რეცეპტი ნაპოვნია! უთხელესი ცომი ტაფაზე 5 წუთში ცხვება

ღვეზელი საშინაო კულინარიის კლასიკაა. ხანდახან გეჩვენებათ, რომ მათი მომზადება ელემენტარულია, თუმცა, რეალურად, გემრიელი ღვეზელები მხოლოდ ნამდვილ დიასახლისებს გამოსდით. მთავარი საიდუმლო სიმარტივეშია: ცომისა და შიგთავსის პროპორცია იდეალური უნდა იყოს.

რჩევების რედაქცია გიზიარებთ ბრტყელი ღვეზელების რეცეპტს. ელასტიური ცომი კეფირით თავისთავად გემრიელია, შიგთავსის სახით კი გამოგადგებათ გუშინდელი კარტოფილის პიურე ან მოთუშული კომბოსტო - რაღაც რბილი და წვნიანი(ზომიერად).

ინგრედიენტები
  • 900 გ ხორბლის ფქვილი
  • 500 მლ კეფირი
  • 2 ც კვერცხი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 9 გ მშრალი საფუარი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • კარტოფილის პიურე (გემოვნებით)
  • კომბოსტო (გემოვნებით)
  • შავი წიწაკა და ზეითუნის ზეთი (გემოვნებით)
  • 1 ც ხახვი
  • 100 გ მარგარინი
მომზადება
  1. გაალღვეთ მარგარინი და შეურიეთ კეფირი, კვერცხი, შაქარი, მარილი. მასა ოთახის ტემპერატურის ან ოდნავ უფრო თბილი უნდა იყოს. როგორც კი იგი მზად იქნება, დაუმატეთ საფუარი და გააჩერეთ 10 წუთით.
  2. თანდათან დაუმატეთ გაცრილი ფქვილი ისე, რომ მიიღოთ რბილი და ელასტიური ცომი. დაამრგვალეთ ცომი და წაუსვით მზესუმზირის ზეთი, შემდეგ მოათავსეთ თასში და დაახურეთ მეორე დიდი თასი. გააჩერეთ ასეთ სათბურში 40 წუთით.
  3. მოამზადეთ შიგთავსი: კარტოფილის პიურეს მოაყარეთ მარილი და წიწაკა, დაუმატეთ შემწვარი ხახვი. მოთუშეთ კომბოსტო ღვეზელის მეორე სახეობისთვის.
  4. შემდეგ აიღეთ ცომი, დაჭერით ულუფებად და შეუდექით ღვეზელების გამოძერწვას.
  5. შეწვით ღვეზელი ტაფაზე მოყავისფრო ფერის მიღებამდე, ორივე მხარეს.
ღვეზელების ტაფაზე შეწვა საკმაოდ შრომატევადი პროცესია, თუმცა შედეგი ამად ღირს. ღვეზელი ბევრი გამოვა და დიდ ოჯახს ეყოფა. შიგთავსი არ შემოიფარგლება კარტოფილითა და კომბოსტოთი - შეგიძლიათ სცადოთ ხაჭო მწვანილითა და ნივრით, მოთუშული სოკო ხახვით ან რბილი ყველი.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.