ნაზი, კრემისებრი ხაჭოს სოუსი რაღაც შუალედია მასკარპონესა და ჩიზქეიქს შორის, ვაშლით კი შეგიძლიათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ. რჩევების რედაქცია გთავაზობთ პიროგს, რომელიც შეგიძლიათ თხილითა და ქიშმიშით, ან ნებისმიერი ხილით გამოაცხოთ.
ინგრედიენტები
- 450 გ ხაჭო
- 200 მლ არაჟანი
- 130 გ შაქარი
- 5 გ გამაფხვიერებელი
- 4 ც ვაშლი
- 50 გ ბერძნული კაკალი
- 200 გ ხორბლის ფქვილი
- 100 გ ნაღების კარაქი
- 3 ც კვერცხი
- 50 გ მანი
- 50 გ ქიშმიში
- 3 ს.კ. კონიაკი
- ვანილინი გემოვნებით
- დარიჩინი გემოვნებით
- გარეცხეთ ქიშმიში და ჩაალბეთ კონიაკში.
- შეურიეთ 30 გ შაქარი 1 კვერცხის გულს, 50 მლ არაჟანსა და დარბილებულ კარაქს. დაუმატეთ ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად და მოზილეთ ცომი.
- ოდნავ გააბრტყელეთ ცომი, ჩადეთ პერგამენტიან ფორმაში და ჩახვრიტეთ ფსკერი ჩანგლით. შედგით მაცივარში 30 წუთით.
- გათალეთ ვაშლი, ამოჭერით გულები. ქიშმიში შეურიეთ დაქუცმაცებულ კაკალს, ან ათქვიფეთ ბლენდერში, ცომზე დაალაგეთ ვაშლები, გატენეთ ისინი ქიშმიშის მასით. ნარჩენები გადაანაწილეთ ფსკერზე.
- მოამზადეთ სოუსი. ბლენდერში ათქვიფეთ ხაჭო, 150 მლ არაჟანი, 100 გ შაქარი, მანი, დარჩენილი ცილა და კიდევ 2 მთლიანი ვერცხი. მოასხით ვაშლებს ისე, რომ მასა მათზე ზემოდან არ მოხვდეს.
- გამოაცხვეთ ღვეზელი 45 წუთის მანძილზე, 180 გრადუსზე. დაჭერით გაგრილებული(ასე იგი არ დაიფშვნება), მორთეთ თხილით.