» » » ნამცხვარი კეფირზე 5 წუთში: დიასახლისებისთვის, რომელთაც სწრაფი და გემრიელი რეცეპტები მოსწონთ

ნამცხვარი კეფირზე 5 წუთში: დიასახლისებისთვის, რომელთაც სწრაფი და გემრიელი რეცეპტები მოსწონთ

ყველამ იცის, რა არის მოულოდნელი სტუმრობა. ხშირად ხდება ისე, რომ რაღაცის მომზადება წუთებში გვიწევს. ამ შემთხვევისთვის თქვენ გამოგადგებათ ნამცხვარი კეფირზე. რჩევების რედაქცია გაგიზიარებთ ყველაზე მარტივი და გემრიელი ნამცხვრის რეცეპტს, რომელიც ორ დათვლაში მზადდება.



ნამცხვარი ქიშმიშით
ინგრედიენტები
  • 2 კვერცხი
  • 2 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 1 ჭიქა კეფირი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 100 გ ქიშმიში
  • 1 ს.კ. კარაქი
  • 10 გ გამაფხვიერებელი
  • ვანილინი
მომზადება
  1. კეფირის ცომი ძალიან მარტივად მზადდება - მისი არც გაყვანაა საჭირო და არც მაცივარში შედგმა. მაშ ასე, ბლენდერის ან მიქსერის გამოყენებით ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და კეფირი.


  2. ახლა ნელა დაუმატეთ ფქვილი, მოურიეთ მასას. შემდეგ დაუმატეთ გამაფხვიერებელი, ვანილი და ქიშმიში. კარგად მოურიეთ. ცომი მზადაა.


  3. ჩაასხით ცომი კარაქით გაჟღენთილ საცხობ ფორმაში. აცხვეთ ნამცხვარი 180 გრადუსზე 30-35 წუთით. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით, ძველებურად.

გემრიელად მიირთვით!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.