» » » გარგარის ფაფუკი და ჰაეროვანი ღვეზელი,რომლის გამოსაცხობად მხოლოდ 30 წუთი დაგჭირდებათ

გარგარის ფაფუკი და ჰაეროვანი ღვეზელი,რომლის გამოსაცხობად მხოლოდ 30 წუთი დაგჭირდებათ

რჩევების რედაქცია გთავაზობთ გარგარის უგემრიელესი ღვეზელის რეცეპტს, რომლის მომზადებაც ბევრ დროს არ წაგართმევს. თუ დესერტების მოყვარული ბრძანდებით, მაშინ ეს ღვეზელი ნამდვილად დაიპყრობს თქვენს გულს.

დაგჭირდებათ:
  • 500 გ მზა ფენოვან - საფუვრიანი ცომი
  • 800 გ გარგარი
  • 6 კვერცხი
  • 1 კგ დიეტური ხაჭო
  • 2 ს/კ ლიმონის წვენი
  • 200 გ კარაქი
  • 250 გ შაქარი
  • 2 პაკეტი ვანილიანი პუდინგი

    მოსაყრელად:
  • 200 გ ფქვილი
  • 120 გ კარაქი
  • 130 გ შაქარი

დამზადების წესი:
გარგარი დასრისეთ, ჩაყარეთ 30 გრადუსიან მდუღარე წყალში, მოაცილეთ კანი, გაჭერით შუა-შუა და გამოიღეთ კურკა.
კვერცხის გულები შეაზილეთ ხაჭოს, 150 გრ შაქარს, დარბილებულ კარაქს, გამაფხვიერებელს და პუდინგის ფხვნილს.
გაცივებული, მაცივარში ნადები კვერცხის ცილა ათქვიფეთ დარჩენილ შაქარში და შეურიეთ ხაჭოს.
გაახურეთ ღუმელი 175o - ზე.
ცომი გააბრტყელეთ 5 მმ-ზე და დაფინეთ თუნუქის ფურცელზე. თანაბრად წაუსვით კრემი და მოაწყვეთ გარგარი.
გამოაცხვეთ 30 წუთში.
თავზე მოსაყრელი ინგრედიენტები აურიეთ, მოაყარეთ ნამცხვარს და ისევ შედგით ღუმელში კიდევ 20 წუთით, თან ტემპერატურა 200o -ზე ასწიეთ.
სუფრაზე მიიტანეთ ცხლად.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.