» » » შვრიის ფაფა მოქმედებს: რამდენსაც შეჭამთ, იმდენით გახდებით

შვრიის ფაფა მოქმედებს: რამდენსაც შეჭამთ, იმდენით გახდებით

ჭარბი წონის დროს კალორიული სწორი კვებაც კი დაგეხმარებათ გახდომაში. თუმცა, ეს პროცესი ძალიან ნელი იქნება, პირველი შედეგები კი მხოლოდ 1 თვეში იქნება ხილული. გახდომის მეთოდი, რომელსაც რჩევების რედაქცია გაგაცნობთ, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფია.

ყველაზე სასარგებლო ფაფა, კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევარების(და არა მხოლოდ) აზრით, შვრიაა. იგი არამხოლოდ დადებითად მოქმედებს ნერვულ, საჭმლის მომნელებელ სისტემებზე, კანსა და ორგანიზმში სასარგებლო ნივთიერებების ბალანსზე, არამედ გეხმარებათ გახდომაში ისე, როგორც სხვა არაფერი.

შვრიის ფაფა გასახდომად


სწრაფი დიეტა, რომელზეც ვისაუბრებთ, შედეგს 1 კვირაში გამოიღებს. ჭარბი წონის დაახლოებით 4 კგ გაქრება უპრობლემოდ, დღეში სამჯერადი სტაბილური კვების პარალელურად. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ასეთი გახდომა მკაცრია: ერთფეროვანი მენიუ, საშუალო ზომის ულუფები - სამაგიეროდ, შედეგი გარანტირებულია.
კვების 60%-ს შვრიის ფაფა შეადგენს. ეს შეიძლება იყოს ფაფა ან ფანტელები. ფაფა სასარგებლოა, მასში უფრო მეტი სასარგებლო თვისება რჩება ნაკლები დამუშავების შედეგად. ამავდროულად, ფანტელები უფრო სწრაფად მზადდება.


ერთი ციკლი 4-დღიანია, რომელთაგანაც 3 ერთფეროვანია. მეოთხე დღეს, სტანდარტული მენიუს გარდა, გაქვთ ბოსტნეულის ბონუსი: 300 გ ნებისმიერი ბოსტნეული თქვენი გემოვნებით(კარტოფილიც და სიმინდიც კი - უბრალოდ ისინი მოხარშული უნდა მიირთვათ). მიანიჭეთ უპირატესობა უმ ბოსტნეულს, რომლებიც ჩაანაცვლებს ვიტამინების კომპლექსს დიეტის დროს.

მენიუ 1 დღეზე


  • საუზმე: შვრიის ფაფა ვაშლით. მოხარშეთ 1 თეფში შვრია და ჩააჭერით ვაშლი ან მიირთვით იგი დესერტად.
  • სადილი: შვრიის ფაფა ხაჭოთი, ვაშლითა და სანელებლებით. 1 თეფშ შვრიას დაუმატეთ 3 ვაშლი, 100 გ ხაჭო, 1 ჩ.კ. თაფლი და ცოტაოდენი დარიჩინი. მიუხედავად ამ ინგრედიენტების დიეტურობისა, სადილი მსუყე გამოვა.
  • ვახშამი: ხაჭო ვაშლით. 200 გ ხაჭო და 4 ვაშლი გარდაიქმნება შესანიშნავ ვახშმად, თუ მათ ერთად გამოაცხობთ.


    დაახლოებითი მენიუ უკვე გაქვთ. ახლა მისი გამრავალფეროვნებაღა დაგვრჩა. ვაშლი - ყველაზე უბრალო ხილია, რომელიც თავში მოგვდის. მისი ჩანაცვლება შეგიძლიათ კივით - მათი კალორიულობა თითქმის ერთი და იგივეა. ვიღაცას გააოცებს სიაში ხორცის არყოფნა, თუმცა არც ესაა უბედურება: შვრია ცილის შემცველობით ფაფებში მეორე ადგილზეა. 1 თეფში ორგანიზმს ცილების დღიური ნორმის 20%-ს გაძლევთ. 3 თეფში ფანტელი, ცოტაოდენი ხაჭო და - ბალანსი აღდგენილია.


    ფაფა - საინტერესო პროდუქტია, განსაკუთრებით, შვრია. იგი ავსებს კუჭს, ალბობს მის კედლებს და დიდხანს გადამუშავდება, განიჭებთ დანაყრების გრძნობას. აი, რატომ არ გემუქრებათ შიმშილი ასეთი დიეტის დროს.

    მენიუს გამრავალფეროვნება არამხოლოდ ბოსტნეულით, არამედ სანელებლებითაც შეგიძლიათ. კარგია დარიჩინი და მიხაკი, სურნელოვანი ბალახები. ამ მცენარეებში კალორიულობა ძალიან დაბალია, სამაგიეროდ ფაფის გემოს გაამძაფრებს.


    ასეთი დიეტის დაცვა შეგიძლიათ არაუმეტეს ორი კვირით, რადგამ ხორცისა და სხვა პროდუქტების დეფიციტი რაციონში აისახება კუნთოვან ტონუსსა და საერთო ჯანმრთელობაზე. რამდენიმე დღეში შვრია ტოქსინებს გამოდევნის, რის ხარჯზეც რამდენიმე კგ-ს დაიკლებთ.
    მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

  • ინფორმაცია
    თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.