» » » შვრიის ბრტყელი და სქელი ფანტელი დიდხანს იხარშება, სამაგიეროდ კუჭს იდეალურად იცავს

შვრიის ბრტყელი და სქელი ფანტელი დიდხანს იხარშება, სამაგიეროდ კუჭს იდეალურად იცავს

შვრია - ყველა დიეტოლოგის საყვარელი მარცვლეულია. სწორედ მისი მიღება არის რეკომენდებული საუზმეზე, რადგან ის სასარგებლო საკვების ათეულში პირველია. და არა უშედეგოდ, ის ნამდვილად ბევრ სასარგებლო ელემენტს შეიცავს. თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომელი სახის ფაფა უნდა შეარჩიოთ, რომ მაქსიმუმი სარგებელი მიიღოთ. 

"რჩევების" რედაქცია გიამბობთ, რომელი შვრია არის სასარგებლოა, როგორ იპოვოთ და სწორედ მისით რატომ უნდა დაიწყოთ დღე. ასევე გიამბობთ, როგორ მოხარშოთ შვრიის მარცვლის ფაფა

შვრიის სარგებელი

სხვადასხვა სახეობის შვრიას სხვადასხვა თვისებები აქვს. საქმე წარმოების ტექნოლოგიაში, რომელიც შეიძლება ორი სახის იყოს. აქედან იყოფა შვრია მსხვილ და წვრილ შვრიად. დღეს სწორედ მსხვილ შვრიაზე ვისაუბრებთ, რომელიც ყველაზე უფრო სასარგებლოდ ითვლება. ის გაბრტყელების შედეგად წარმოიქმნება. თავისია არსით 0.7-1,4 მმ სისქის ფანტელებია. ხარშვის ხანგრძლივობა სისქეზე არის დამოკიდებული. 

ყველაზე სასარგებლო არის შვრია რომელიც დიდხანს იხარშება. ექიმები სწრაფი მომზადების შვრიის ყიდვას არ გირჩევენ, რადგან მათში სასარგებლო თვისებები ცოტა არის. რაც უფრო ნაკლებად არის შვრია დამუშავებული, მით უფრო სასარგებლოა. 



ბრტყელი შვრიის მარცვალი ყველასთვის ცნობილ "ჰერკულესს" ჰგავს, მაგრამ ეს ცოტათი განსხვავებული რამაა. ხარშვის ხანგრძლივობა 60-დან 80 წუთს შეადგენს. ასეთ მარცვალი შეგიძლიათ მაღაზიაში შეიძინოთ, ან თავად გააკეთოთ. ამისთვის სპეციალური ხელსაწყო - მარცვლეული გასაბრტყელებელი არსებობს. სწორედ ეს მარცვალი არის ყველაზე მეტად ნატურალური და სასარგებლო. 

ახლა გავიგოთ, რატომ არის მარცვლეული ასეთი სასარგებლო. შვრიაში დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებია. ისინი ორგანიზმს ინფექციებთან და ზოგიერთი სახის გარე ფაქტორებთან: სტრესი, ტოქსინი, რადიონუკლიდი, ბრძოლაში ეხმარება. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით კალციუმი, ფოსფორი და რკინა არის. 



ამ მარცვლეულის ყველაზე დიდი უპირატესობა ისაა, რომ კუჭსა და ლორწოვან გარსზე დადებითად მოქმედებს. ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. მუცლის არეში ტკივილის შემცირებას ხელს უწყობს. ასევე შვრია კუჭის გაწმენდას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სტიმულირებას ხელს უწყობს. გარდა ამისა, კიბოს დაავადებების რისკს ამცირებს, გასტრიტის და წყლულების განვითარებას აფერხებს. 



სხვა მარცლეულისგან შვრიის მთავარი განმასხვავებელია - მცენარეული ცხიმების, ასევე ფოსფორის და მაგნიუმის შემცველობაა. ამ ფანტელებს ორგანიზმი ადვილად ითვისებს და ქოლესტერინის დონეს არეგულირებს. ასევე ბევრ უჯრედისს შეიცავს, რომლებიც სისხლში შაქრის შემცველობას არეგულირებს. 

ასევე მნიშვნელოვანია შვრიის ფაფის სწორად მომზადება იცოდეთ. შერჩეული მარცვლეულიდან გამომდინარე სხვადასხვანაირი ფაფის მომზადება შეიძლება. ფაფა რომ თხევადი გამოვიდეს, 1 ჭიქა ფანტელს 3-3.5 ჭიქა წყალი ან რძე უნდა დაასხათ და ისე ხარშოთ, ხოლო თუ სქელი ფაფა გსურთ, 1 ჭიქა ფანტელს 2 ჭიქა სითხე უნდა დაასხათ. 



თხევადი და რძიანი წვნიანი-პიურე, ფაფები, თხევადი და რძიანი წვნიანები - ეს მოკლე ჩამონათვალია რისი მომზადებაც შვრიის ფანტელისგან შეგიძლიათ. შეგიძლიათ ნებისმიერი სახით მიიღოთ. თუმცა მისი ყოველდღე მიღება არ ღირს. ეს არც თუ ისე სასარგებლოა, რადგან მას ორგანიზმიდან კალციუმი გამოაქვს. 

საერთო ჯამში შვრია ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა და ძალიან გემრიელი და სასარგებლო საუზმე გახდება, თუ მას სხვა ფაფებს დაუმატებთ. უბრალოდ ფაფა ცოტა კაკალი დაუმატეთ - ესეც თქვენი იდეალური საუზმე!

მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ მეგობრებს. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.