რჩევების რედაქცია გაგაცნობთ ერთ დიეტას, რომელიც რეალურად ასრულებს თავის ფუნქციას და, რაც მთავარია, არ ავნებს ჯანმრთელობას. მას "ფუმფულას" უწოდებენ, რადგან მისი გამოყენებით უამრავმა ადამიანმა შეძლო 35 კგ-მდე წონის დაკლება.
როგორ გავხდეთ სწრაფად და მარტივად
თქვენი რაციონი შედგება ხელმისაწვდომი და სასარგებლო პროდუქტებისგან. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ დიეტას კარგად აფასებენ დიეტოლოგები და გასტროენტეროლოგები. თქვენი ორგანიზმი მიიღებს ყველა საწირო მიკროელემენტს, ამიტომ ჯანმრთელობას საერთოდ არ ავნებთ. დიეტის დროს დღეში ხუთჯერ უნდა იკვებოთ. პროდუქტების დაახლოებითი რაოდენობა დღეში იხილეთ ქვემოთ. გაითვალისწინეთ, რომ თუ ამ სიაში ნახსენებია 100 გ ფაფა, მომზადების შემდეგ იგი 400 გ გახდება:
- წყალი - დღეში ოთხჯერ - 1-2 ლ
- ქერის ფაფა - დღეში ხუთჯერ - 100 გ
- 1%-იანი კეფირი - დილით - 200 მლ
- კომბოსტო - 15:00-ის შემდეგ - 100 გ
- თევზი - დღით - 50 გ
- პოლივიტამინები - დღეში ორჯერ
- 80 გ ქერის ფაფა და ჭიქა კეფირი
- 80 გ ქერის ფაფა
- 80 გ ქერის ფაფა და 50 გ უცხიმო მოხარშული ან გამომცხვარი თევზი
- 80 გ ქერის ფაფა და სალათი თეთრთავა კომბოსტოსგან (მიირთვით, რამდენიც გსურთ)
- 80 გ ქერის ფაფა
დიეტა გათვლილია 7 დღეზე, თუ გსურთ 5-7 კგ-ს დაკლება, ხოლო თუ უფრო მეტი წონის მოშორება გსურთ, იკვებეთ ასე 1 თვის მანძილზე. ორგანიზმის საჭირო ვიტამინებით დასანაყრებლად მიიღეთ პოლივიტამინები დღეში ორჯერ.