სახამებლის მაღალი შემცველობის გამო შვრია ძალიან სასარგებლო პროდუქტია კუჭის ლორწოვანი გარსისთვის, ხოლო უჯრედისი, რომელსაც ის საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს, მოქმედებს როგორც ძლიერი ადსორბენტი, რომელიც გამოდევნის ორგანიზმიდან საჭმლის მონელების დროს ფორმირებულ მავნე ნივთიერებებს. დღეში 100 გრამი შვრია სავსებით საკმარისია ორგანიზმისთვის საჭირო, აუცილებელი რაოდენობით უჯრედისის მისაღებად.
შვრიის დიეტა სილამაზისთვის
მოცემული დიეტა ძალიან ეფექტურია არა მხოლოდ ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად, არამედ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გასაჯანსაღებლადაც. გარდა ამისა, რეგულარულად შვრიის მიღებით საგრძნობლად უმჯობესდება თმის, ფრჩხილებისა და კანის მდგომარეობა. განსაკუთრებით სასარგებლო მოცემული დიეტა სწორედ იმ ადამიანებისთვისაა, რომელთაც სისხლში ქოლესტერინისა და შაქრის მაღალი დონე აღენიშნებათ.
დიეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ზედმეტი, მოსაშორებელი კილოგრამების რაოდენობაზე, თუმცა ამ სქემის მიხედვით კვება კატეგორიულად აკრძალულია 4 კვირაზე დიდხანს. დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია გთავაზობთ მენიუს 3 დღისთვის, რომლის დახმარებითაც დაახლოებით 3 კილოგრამის დაკლებას მარტივად შეძლებთ.
დღე 1
საუზმე: შვრიის ფაფა მომზადებული 0,5 ჩ.ჭ. ფანტელებისგან და წყლისგან.
საუზმესა და სადილს შორის: 1 ფინჯანი მწვანე ჩაი და რამდენიმე მარცვალი ნებისმიერი თხილეული.
სადილი: შვრიის ფაფა მომზადებული 0,5 ჩ.ჭ. ფანტელებისგან, წყლისგან და 1 ჩ.კ. თაფლისგან.
სადილსა და ვახშამს შორის: 100 გრამი ბოლოკისა და კიტრის სალათი.
ვახშამი: შვრიის ფაფა მომზადებული 0,5 ჩ.ჭ. ფანტელებისგან, წყლისგან და 1 მუჭი ნებისმიერი კენკრისგან.
დღე 2
საუზმე: შვრიის ფაფა მომზადებული 0,5 ჩ.ჭ. ფანტელებისგან და წყლისგან.
საუზმესა და სადილს შორის: 1 ჭიქა კეფირი.
სადილი: შვრიის ფაფა მომზადებული 0,5 ჩ.ჭ. ფანტელებისგან, წყლისგან და 1 ჩ.კ. თაფლისგან.
სადილსა და ვახშამს შორის: ნახევარი გრეიფუტი და 1 ფინჯანი მწვანე ჩაი.
ვახშამი: შვრიის ფაფა მომზადებული 0,5 ჩ.ჭ. ფანტელებისგან, წყლისგან, 2 ცალი შავი ქლიავის ჩირისგან, 2 ცალი გარგარის ჩირისგან (კურაგა) და 1 ცალი ლეღვის ჩირისგან.
დღე 3
საუზმე: შვრიის ფაფა მომზადებული 0,5 ჩ.ჭ. ფანტელებისგან და წყლისგან.
საუზმესა და სადილს შორის: უცხიმო მაწონი ყოველგვარი დანამატების გარეშე.
სადილი: შვრიის ფაფა მომზადებული 0,5 ჩ.ჭ. ფანტელებისგან, წყლისგან და 1 ჩ.კ. თაფლისგან.
სადილსა და ვახშამს შორის: 1 ფორთოხალი, 1 ფინჯანი მწვანე ჩაი.
ვახშამი: 0,5 ჩ.ჭ. შვრიის ფანტელებისგან მომზადებული ფაფა 1 მუჭი ქიშმიშის დამატებით.
შვრიის დახმარებით ჭარბი კილოგრამებისგან გათავისუფლება მარტივია, თანაც თავიდან აირიდებთ ჯანმრთელობის დაზიანებას და არასდროს შეგაწუხებთ შიმშილის ძლიერი შეგრძნება.