ამას გარდა, დაავადებების სხვა სიმპტომებია: საერთო სისუსტე, დაღლილობა, თავბრუსხვევა, კიდურების გაბუჟება, გონების დაკარგვა, თავის მობრუნებისა და დახრის დროს ხრაშუნი. უფრო სერიოზული გამოვლინება შეიძლება იყოს ხმაური ყურებში, მხედველობის დაქვეითება, სმენის გაუარესება და ტკივილები გულის არეში.
დაავადების გაჩენის ძირითადი მიზეზებია ფიზიკური პასიურობა, არასწორი და ორაცონალური კვება, მარილოვანი ფენები კისრის მალების არეში, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ხანგრძლივი მუსაობა კომპიუტერთან, მანქანის მუდმივი ტარება.. თვითონაც ხვდებით, რომ რისკ-ჯგუფში ნებისმიერი ადამიანია.
საბედნიეროდ, ამ საშინელი დაავადების განკურნება შესაძლებელია საკმაოდ მარტივი სავარჯიშოთა კომპლექსით, რომელსაც დღეს რჩევების რედაქცია წარმოგიდგენთ.
- მიიტანეთ ნიკაპი კისერთან, მოაბრუნეთ თავი ხუთჯერ მარჯვნივ, შემდეგ ხუთჯერ მარცხნივ.
- წამოწიეთ ნიკაპი და ისევ მიაბრუნეთ თავი ხუთჯერ მარჯვნივ, ხუთჯერ მარცხნივ.
- დახარეთ თავი მარჯვნივ, ეცადეთ, ყურებით მხრებს შეეხოთ. გაიმეორეთ 5-5ჯერ ორივე მხარეს.
- გაასწორეთ თავი, გაუწიეთ წინააღმდეგობა კისრის დაძაბულ კუნთებს, მიიტანეთ ნიკაპი ლავიწის ხვრელთან. ლავიწის ძვლები ზემოთ უნდა იყოს მიმართული.
- მიიდეთ ხელი შუბლზე და დაჭიმეთ კისრის კუნთები. გაუწიეთ წინააღმდეგობა თავს ხელით. გაიმეორეთ სამჯერ, 7 წამით.
- დაჭიმეთ კისრის კუნთები, მარცხენა საფეთქელს დააჭირეთ მარცხენა ხელის გული(სამჯერ, 7 წამით). ახლა გაიმეორეთ მეორე მხარეს.
- გაასწორეთ ნიკაპი წინ, მიიდეთ ხელები კეფაზე. გაუწიეთ წინააღმდეგობა კეფას სამჯერ, 7 წამის მანძილზე.
- შეაერთეთ ხელის თითები და მიიდეთ ნიკაპის ქვეშ. გაუწიეთ წინააღმდეგობა ნიკაპს ხელებით, სამჯერ, 7 წამით.