ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ ყველაზე ეფექტური მეთოდია სამკურნალო ტანვარჯიში. იგი გვეხ,არება სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებაში კისრის მონაკვეთში და მალების სწორი განლაგების აღდგენაში. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ექიმი ბუტრიმოვის სავარჯიშოების კომპლექსი, რომელსაც 30 წლის მანძილზე შეიმუშავებდა. მასზე მოგიყვებათ რჩევების რედაქცია.
კისრის ოსტეოქონდროზის სამკურნალო სავარჯიშოები
კისრის მონავეთის ოსტოქონდროზი არის დაავადება, რომელსაც თან ახლავს მალთაშორისი სახსრების ხრტილოვანი ქსოვილების თანდათანობითი განადგურება. სიმძიმე კეფის არეში ან ჩხვლეტა ხელებში ყოველდღიურად ათასობით ადამიანს აწუხებს, თუმცა, რატომღაც, ამ სიმპტომებს უფრო ნაკლებ ყურადღებას უთმობენ, ვიდრე, მაგალითად, სურდოს.
როცა საქმე ძლიერ ტკივილებამდე მიდის, თავის მიბრუნებაც კი რთულია, მკურნალობის პროცესიც უფრო რთული, ხარჯიანი და ხანგრძლივია. აღვნიშნავთ, რომ დაავადების პირველი ნიშნები თავს 25 წლის ასაკში იჩენს.
კისრის არეში უამრავი სისხლძარღვია განლაგებული, სწორედ ამიტომაა საშიში ოსტეოქონდროზი ამ ნაწილშუ, ვინაიდან მალებს შორის ხვდება ხერხემლის არტერია, რომელიც ზურგის ტვინს ამარაგებს სისხლით. შედეგად ირღვევა მოძრაობის კოორდინაცია, შესაძლებელია წონასწორობის შეგრძნების დაკარგვაც.
ექიმი ვლადიმერ ბუტრიმოვი - რეფლექსოთერაპევტი, ფსიქოთერაპევტი და ინსტრუქტორია სამკურნალო ტანვარჯიშისა. 30 წელზე მეტი იგი შეისწავლიდა და არჩევდა საუკეთესო მეთოდებს კისრის ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ. მისმა მეთოდიკამ უამრავი ადამიანი დააინტერესა.
იხილეთ ვიდეო და მიჰყევით ინსტრუქციებს: