მაგ., შეიძლება იყოს მუდმივი დაღლილობის, ძილიანობის, თავის ტკივილის, თავბრუსხვევის, ბუნდოვანი ხედვის, ყურებში შუილის მიზეზი და რაც მთავარია ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის მიზეზი. კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ ეს დაავადება ერთ ღამეში არ ვითარდება.
ჩვეულებრივ კისრის არეში ოსტეოქონდროზის ფორმირებისთვის მინიმუმ 6 თვე არის საჭირო. თუ რამდენიმე თვის წინ კისრის არეში ტკივილი იგრძენით, ეს კომპრესები დაგეხმარებათ!
როგორ მოვიშოროთ კისრიდან მარილი
ინგრედიენტები:
- კარტოფილი
- თაფლი
- ნაძვის ზეთი
მომზადება:
- კარტოფილი წვრილ სახეხზე გახეხეთ და შეურიეთ თაფლი პროპორციით 1:1.
- მიღებული მასა კისრის და მხრების არეში დაიდეთ.
- ზემოდან კომპრესის ქაღალდი დაიდეთ, პირსახოცით შეახვიეთ და დააფიქსირეთ.
- კომპრესი 2 საათით გაიჩერეთ. მოშორების შემდეგ მშრალი თბილი სალფეთქით კომპრესის ადგილი მოიწმინდეთ და ნაძვის ზეთი შეიზილეთ.
ამასთან ამ დაავადების დროს სამკურნალო მოქმედება აქვს თაფლით მასაჟს, რომლის შემდეგაც თაფლის კომპრესი უნდა დაიდოთ. ასეთი პროცედურები ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს, რადგან თაფლი კანის ფორებიდან კისერში დაგროვილ მარილებს და ტოქსინებს აქრობს.
ხალხური საშუალება - ექიმის დანიშნულებაზე შესანიშნავი დანამატია, თუმცა ექსპერიმენტის ჩატარება და თვით მკურნალობა არ ღირს. თუ ეს სტატია მოგეწონათ - უამბეთ მეგობრებს, რომლებიც ნაკლებ მოძრავი ცხოვრების წესს მისდევენ ან კისრის არეში პრობლემები აქვთ. იყავით ჯანმრთელნი!