ეს პროცედურა შეგიძლიათ სახლის პირობებში მინიმალური დანახარჯებით გაიკეთოთ. "რჩევების" რედაქციამ ზუსტი ინსტრუქცია მოამზადა, თუ როგორ გაიკეთოთ თმის ლამინირება სახლის პირობებში.
თმის ლამინირების სახლის პირობების ჩასატარებლად საუკეთესო საშუალება არის - ჟელატინი და ზეთი. ზეთში შემავალი ეთერები და მჟავები თმის შიგნით სიცარიელეს ავსებენ, რითაც კურნავენ მათ. ჟელატინი მათ თმაში გაჩერებას ხელს უწყობს.
თმის ლამინირების საშუალება
ინგრედიენტები
- 50 მლ ქოქოსის ზეთი
- 2 წვეთი ილანგ-ილანგის ეთეროვანი ზეთი
- 1 წვეთი ლავანდას ეთეროვანი ზეთი
- 1 ს/კ ჟელატინი
- 3 ს/კ წყალი
გამოყენება
1. წყალი ჟელატინს შეურიეთ. 20 წუთით გააჩერეთ.
2. ქოქოსის ზეთი წყლის ორთქლზე გაადნეთ. დარჩენილი ზეთი დაუმატეთ.
3. ჟელატინის მასა ზეთოვანს კარგად შეურიეთ.
4. საშუალება თმის მთელ სიგრძეზე გადაანაწილეთ. შემდეგ თმა პირსახოცით შეიხვიეთ.
5. 40 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ჟელატინი თმის სტრუქტურირებისთვის არის განკუთვნილი. ქოქოსის ნატურალური ზეთი თმას კვებავს, აღადგენს და ბრწყინვალებას მატებს. ილანგ-ილანგის ზეთი ფორების დალუქვის ეფექტს იძლევა. ლავანდას ზეთი ყველა ინგრედიენტს თმაში ღრმად შეღწევის საშუალებას აძლევს.
ასეთი პროცედურის შემდეგ თმა უფრო მოცულობითი, გლუვი, ბრწყინვალე და ცოცხალი ხდება. ლამინირების ეფექტი ზუსტად 3 კვირა ძლებს. სწორედ ამიტომ პროცედურა თვეში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ. სცადეთ თქვენც, რეცეპტი კი სოციალურ ქსელში გააზიარეთ.