» » » თმის ცვენის საწინააღმდეგო უნივერსალური საშუალება

თმის ცვენის საწინააღმდეგო უნივერსალური საშუალება

თმის ცვენა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემად ითვლება. თუ თქვენ გცვივათ თმა და გაწუხებთ ეს პრობლემა, გაეცანით რეკომენდაციებს ხალხური მედიცინიდან:

თმის ცვენის საწინააღმდეგო უნივერსალური საშუალების დასამზადებლად საჭიროა:

ინგრედიენტები:
  • 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი
  • 1 ამპულა D ვიტამინი
  • 2 კვერცხის გული

მომზადების და გამოყენების წესი:
აბუსალათინის ზეთს შევურიოთ D ვიტამინი და შევიზილოთ თმის ძირებში კანის გაწითლებამდე.
გავიმეოროთ ეს პროცედურა 3 დღის განმავლობაში.
მეოთხე დღეს დავიბანოთ თავი კვერცხის გულით. ორი კვერცხის გული საკმარისია თავის დასაბანად.
ერთი დღის შემდეგ პროცედურას იმეორებენ ხელახლა. ხშირად სამი პროცედურის შემდეგ თმები ხშირდება, ხოლო თმის ძირები მაგრდება.

თმის ცვენის სამკურნალოდ ეფექტური საშუალებაა ხახვიც

აიღეთ საშუალო ზომის ხახვი და გაატარეთ. მიღებული ფაფა მოათავსეთ რამდენიმე ფენად დაკეცილ მარლაზე. შეიზილეთ თავის კანში და თავზე დაიხურეთ. რამდენიმე საათის შემდეგ თავი ჩამოიბანეთ. რამდენიმე პროცედურის შემდეგ ქრება ქერტლი, კანის ქავილი, თმები მაგრდება. აღდგება ბუნებრივი ფერი, თმები ხდება უფრო ელასტიური და რბილი.
ავტორითამაზ ჩადუნელი
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.