რჩევების რედაქციამ მოაგროვა ფოტოები თქვენთვის:
- მყინვარი რონი, შვეიცარია
ბოლო 10 წლის მანძილზე რონის მყინვარი სწრაფად დნება. იგი 2008 წლის შემდეგ 40 მეტრით გამოშრა. მის გადასარჩენად შვეიცარიის მთავრობამ გადაწყვიტა მყინვარის უი-სხივების მიმართ რეზისტენტული თეთრი საბნებით დაფარვა. ეხპერტები ფიქრობენ, რომ ეს შეამცირებს ზაფხულში ყინულის დნობას 70%-მდე. - ამაზონის ჯუნგლები, სამხრეთი ამერიკა
ამაზონის რეგიონი სერიოზულად დაზარალდა ტყის გაჩეხვებით. 2017-18 წლებში 7900 კვადრატული კმ ტყე გაიჩეხა - ძირითადი ნაწილი არალეგალურად მოხდა. - დიდი ბარიერული რიფი, ავსტრალია
კლიმატის ცვლილებები იწვევს მარჯნის გაუფერულებას, რაც მარჯნის პოლიპებისგან წყალმცენარეების ჩამოცლის შედეგად ხდება. ეს იწვევს მარჯნის შიმშილს და, თუ წყალმცენარეები ისევ არ დაბრუნდებიან, მარჯნები დაიღუპება. ეს ოკეანის ცოცხალი ორგანიზმების 25%-ზე აისახება, ვინაიდან მარჯანი თავშესაფარია ასობით ათასი ცხოველისთვის. - სანა'ა, იემენი
ეს ფოტოები ბუნებრივი სტიქიის შედეგებს არ ასახავს. ამ და მსგავს ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობა მუდმივი ტერიტორიული თუ პოლიტიკური კონფლიქტების მსხვერპლნი ხდებიან. - გლობალური დათბობა ალასკაში
ალასკა ის რეგიონია, რომელიც გლობალური დათბობისგან ყველაზე მეტად ზარალდება. ნახშირორჟანგის დონის მატებამ გამოიწვია ტემპერატურის მომატებაც, რამაც, თავის მხრივ, ყინულის ჭარბი დნობა გამოიწვია.
დამატებით, არქტიკულ ზღვაში ჩატარებული კვლევებით აქ მდებარე ყინული 3.7%-ს კარგავს ყოველ 10 წელიწადში, ტემპერატურა მის ზედაპირზე კი 7.2º-ით მეტი იყო 2017-ში, ვიდრე 1982-2010 წლებში. - გლობალური დათბობა და პოლარული დათვები....
შესაძლოა, ეს კონკრეტული ფოტო გაზვიადებული იყოს, თუმცა ის რეალურ პრობლემას ასახავს. პოლარული დათვები გლობალური დათბობით ზარალდებიან. ვინაიდან ზაფხული უფრო ცხელი ხდება, ხოლო ყინულის დონე იკლებს, დათვები სანადიროდ მთავარ ატრიბუტს - ყინულის კუნძულებსა და მთავარ საკვებს - სელაპებს კარგავენ. - პლასტმასი მსოფლიო ოკეანეში
მეცნიერების თქმით, დაახლოებით 8.2 ტონა პლასტიკური ნარჩენი ჩაედინება ოკეანეში ყოველწლიურად. ეს ათწლეულში 82 ტონას გვაძლევს! გასაკვირი არაა, რომ ჩვენი ოკეანეები დიდი ნაგვის ურნას ჰგავს. - მანტა, ბალი
როგორც ხედავთ, ამ ფოტოებს შორის სხვაობა მხოლოდ 4 წელია, რაც მთლიან სანახაობას გაცილებით საშინელს ხდის. მეორე ფოტო რიჩ ჰორნერმა გადაიღო, რომელმაც ტურისტის სახით ჩაყვინთა მანტას წყლებში. - არალეთის ზღვა(ყაზახეთი და უზბეკეთი)
არალეთის ზღვა მარილიანი ტბაა ყაზახეთისა და უზბეკეთის საზღვარზე. მან ამოშრობა 1960 წელს დაიწყო, როცა საბჭოთა მთავრობამ ამუ დარიასა და სირ დარიას მდინარეების გამოყენება გადაწყვიტა, სწორედ ეს მდინარეები კვებავდნენ ტბას. - ტყეების გაჩეხვა ბორნეოში
ეს ფოტო პალმის ზეთის ფერმების გაშენების შედეგს ასახავს. ეს მცენარეები გიჟდებიან სითბოსა და ტენიან ტროპიკულ ჰავაზე, ამიტომ ჯუნგლებს ჩეხავენ ახალი პლანტაციების გასაშენებლად. პალმის ზეთის გაშენების ბრალია ბორნეოში 2000 წლიდან ტყეების 47%-ის განადგურებაც. - გვადალუპე, საფრანგეთი
გლობალური დათბობის წყალობით, კარიბის სანაპიროები საფრანგეთის გვადალუპეს კუნძულზე თითქმის დაიმარხა ყავისფერი სარგასუმით(წყალმცენარის სახეობა). ეს ყველაფერი 2011 წელს დაიწყო წყლის ტემპერატურის მომატებითა და ძლიერი ქარების მიმართულების შეცვლით, რამაც ტონობით წყალმცენარე გამორიყა ბრაზილიიდან კარიბის სანაპიროებისკენ. ექსპერტების თქმით, 2018 წელი ამ მხრივ ყველაზე უარესი წელი იყო. - მზის ენერგია აღმავლობის გზაზეა
არსებობს კარგი ამბავიც! მზის ენერგიის სადგურები მსოფლიოში ენერგიის გამომუშავების ყველაზე ზრდადი და მოთხოვნადი საშუალება გახდა. 500 GW(გიგავატი) მზის პანელები დამონტაჟდა 2019 წელს. - ბოშენდალის ფერმა, სამხრეთი აფრიკა
ბოშენდალის ფერმაც კიდევ ერთი კარგი ამბავია. 10 წელიწადში აქ დიდი ცვლილებები მოხდა. ამომშრალი კაშხალის შემოგარენი და გადაშენების პირას მყოფი ველური ბუნება გამოცოცხლდა 2018 წლიდან.
ბონუსი: თამამი წინასწარმეტყველება, სურვილი თუ მოქმედების გეგმა?