ნოულზების ნაცნობები სულმოუთქმელად ელოდნენ ახალ ამბავს მომავალი დედისგან. თუმცა, ორსულობის მესამე კვირას ლორენის ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა. საბედნიეროდ, ახალგაზრდა ქალმა არა მარტო დაავადების დამარცხება შეძლო, არამედ მოგვიანებით უმშვენიერესი გოგონაც გააჩინა.
ექოსკოპიის შემდეგ ექიმებმა შეატყობინეს: ქალის მუცელში არ იყო ჩამოყალიბებული ნაყოფი. ლორენს შეეყარა ე.წ. მოლური ორსულობა. ამ პათოლოგიური მდგომარეობისას განაყოფიერებული კვერცხუჯრედი არ ვითარდება ისე, როგორც საჭიროა, ზოგკერ კი საერთოდ არ არსებობს ის.
მალევე პირველად დიაგნოზს დაემატა ტროფობლასტური დაავადება. ექიმების თქმით, ახლა ქალის საშვილოსნოში ვითარდებოდა არა ბავშვი, არამედ სიმსივნე. ქიმიოთერაპიამ და ოპერაციამ ვერ შეაჩერა ვერაგი დაავადება, მხოლოდ შეაფერხა მისი განვითარება.
თუმცა, მიუხედავად სპეციალისტების პესიმისტური პროგნოზებისა, ლორენმა გადაწყვიტა, არ ეფიქრა ცუდზე. ქალი არწმუნებდა მეუღლესა და ახლობლებს, რომ აუცილებლად გამოჯანმრთელდებოდა. ცოტა ხნის შემდეგ, ასეც მოხდა.
როდესაც ლორენმა მუცელში ტკივილი იგრძნო, იგი გავიდა პალატიდან საპირფარეშოში. მოგვიანებით ქალმა განაცხადა: შეგრძნება ძალიან გავდა მშობიარობის ტკივილს.
იქ, პირდაპირ კაბინაში, პაციენტმა დაბადა მსხლის ზომის სიმსივნური მასა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამის შემდეგ ლორენმა თავი კარგად იგრძნო. მალე გამოკეთდა კიდეც.
ცოტა ხანში, ექიმებმა მას სრული გამოჯანმრთელება ახარეს. თუმცა, ახლა შემდეგ ორსულობამდე ლორენს ერთი წელი მაინც უნდა მოეცადა.
ზოგი იმასაც ფიქრობდა, რომ ქალს ალბათ შვილები აღარც ეყოლებოდა. საბედნიეროდ, ეს პროგნოზებიც არ გამართლდა.
დათქმულ დროს ლორენმა ისევ ცადა და ახლა უკვე ნამდვილად შეძლო ნორმალურად დაფეხმძიმება.
მთელი ეს პერიოდი, მშობიარობამდე, ექიმები ყურადღებით აკვირდებოდნენ ნაყოფს, ხოლო დაბადებისთანავე ჩვილი რეანიმაციაში მოათავსეს. სპეციალისტების შიში არ გამართლდა. პატარა ინდი საკმაოდ ჯანმრთელი გაჩნდა.
ახლა პატარა უკვე 10 თვისაა და მშობლები აღმერთებენ მას. კიდევ ერთი შვილის გაჩენას ლორენი აღარ აპირებს. იგი გეგმავს თავისი დრო მიუძღვნას ვაჟისა და ქალიშვილის აღზრდას. ახლა დედა თავის შვილებს აღიქვამს, როგორც ღვთის საჩუქარს.
იმის წარმოდგენაც გვზარავს, რისი გადატანა მოუხდა ლორენს. თუმცა, იგი არასოდეს კარგავდა იმედს და მრავალი განსაცდელის გამოვლის შემდეგ კეთილ დასასრულამდეც მივიდა.