» » ამერიკელ აბორიგენთა სიბრძნე: ძველ ინდიელებს ჭეშმარიტი ცოდნა ჰქონდათ!

ამერიკელ აბორიგენთა სიბრძნე: ძველ ინდიელებს ჭეშმარიტი ცოდნა ჰქონდათ!

ინდიელები ბრძენი, თუმცა, სამწუხაროდ, მცირერიცხოვანი ხალხია.. ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენა ინდიელებისთვის, მისი აბორიგენი მოსახლეობისთვის, სამწუხარო მოვლენად იქცა.
XV საუკუნეში ევროპელებმა დაიწყებს ორი კონტინენტის: სამხრეთი და ჩრდილოეთი ამერიკის კოლონიზაცია, რაც ადგილობრივი მცხოვრებლების დახოცვითა და შევიწროებით დასრულდა. ასე გაქრა ინკების იმპერია, მაიასა და აცტეკების ცივილიზაციები... სამაგიეროდ, შემორჩა მათი სიბრძნე, რომელიც დღემდე ცოცხლობს გამონათქვამებსა და ანდაზებში.

ბრძნული გამონათქვამები
  1. გული - ჩვენი პირველი მასწავლებელი (შაიენები);
  2. გახსოვდეს: შენი შვილები შენი საკუთრება არაა; ისინი შენ შემოქმედმა დროებით მოგაბარა (მოჰიკანები);
  3. ერთი ფეხით კანოეში, მეორეთი - ნავში მდგარი მდინარეში ჩავარდება (ტუსკარორა);
  4. ადამიანური კანონი იცვლება ადამიანის შეგნებასთან ერთად. მხოლოდ სულის კანონებია უცვლელი (კროუ);


  5. სიკვდილი - ეს მხოლოდ სამყაროს გამოცვლაა (დუვამიში);
  6. არ შეიძლება იმის გაღვიძება, ვინც თავს მძინარედ გაჩვენებს (ნავახო);
  7. ყველა სიზმარი ერთი და იმავე ობობას ქსელითაა მოქსოვილი (ხოპი);
  8. ყველა მცენარე ჩვენი და და ძმაა. თუ მოვუსმენთ, გავიგებთ მათ საუბარს (არაპახო);


  9. რა არის სიცოცხლე? ეს ღამით ციცინათელას გამონათებაა. ესაა ბიზონის სუნთქვა ზამთარში. ესაა ჩრდილი, რომელიც მცირდება ბალახზე და მზის ჩასვლისას ქრება (შავფეხიანები);
  10. ჩვენ დედამიწას წინაპრებისგან კი არ ვიღებთ მემკვიდრეობით, არამედ შთამომავლობისგან ვსესხულობთ (სუკვომიშები);
  11. როცა შენ დაიბადე, ტიროდი, სამყაროს კი უხაროდა. იცხოვრე ისე, რომ სიკვდილის წინ სამყარო ტიროდეს, შენ კი გიხაროდეს (ჩეროკები);
  12. უმჯობესია ხელში ელვა გეჭიროთ, ვიდრე ქუხილი პირში (აპაჩები);


  13. როცა ადამიანი ბუნებას ცილდება, მისი გული ძალას კარგავს(ლაკოტა);
  14. შემოდგომაზე მსუბუქად იარე - დედა-მიწა ფეხმძიმედაა (კაიოვა);
  15. ილტვოდე სიბრძნის და არა ცოდნისკენ. ცოდნა - წარსულიდანაა. სიბრძნე - მომავლიდან (ლამბი);
  16. თუ შენ მადლიერებისთვის მიზეზს ვერ ხედავ, შენივე ბრალია (დელავარები);


  17. ბაყაყი არ სვამს იმ გუბიდან, რომელშიც ცხოვრობს (სიუ);
  18. მითხარი და არ დამავიწყდება, მაჩვენე და არ გამახსენდება, მასწავლე და გავიგებ.
  19. ძაღლებთან ერთად დასაძინებლად თუ დაწვები, რწყილებთან ერთად გაიღვიძებ;
  20. როცა ცოცხალ არსებებს პატივისცემით ეპყრობი, ისინიც ასე მოგეპყრობიან.

ინდიელების ბრძნული გამონათქვამები და ანდაზები გვასწავლიან ბუნებასთან გაერთიანებას, საკუთარი თავის აღქმასა და სიკეთისა და თანაგრძნობის გამოვლინებას გარშემომყოფების მიმართ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.