» » » რამდენსაათიანი ძილი სჭირდება თითოეულ ასაკობრივ ჯგუფს: თუ რეალური ციფრი ნაკლებია, ორგანიზმი იფიტება

რამდენსაათიანი ძილი სჭირდება თითოეულ ასაკობრივ ჯგუფს: თუ რეალური ციფრი ნაკლებია, ორგანიზმი იფიტება

ნორმალური და პროდუქტიული ფუნქციონირებისთვის, ჩვენს ორგანიზმს ესაჭიროება ჯანმრთელი ძილი. ეს დრო აუცილებელია ორგანიზმისთვის, რათა შეძლოს მოდუნება, დასვენება და ძალების აღდგენა ახალი დღისთვის. ძილის რეჟიმის დარღვევა, გამოუძინებლობა ან უძილობა დამღუპველად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მაშ ასე, რამდენი ხანი უნდა გეძინოთ, რომ გამოიძინოთ და ჯანმრთელიც იყოთ?


რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ მოქმედებს ასაკი ძილის საათების რაოდენობაზე და კიდევ რამდენიმე ფაქრს, რომლებიც აუცილებლად გაგაოცებთ.

რამდენი საათით უნდა გეძინოთ
თქვენ როგორ უპასუხებდით ამ კითხვას? ალბათ, იტყვით, რომ უნდა გვეძინოს 8 ან მეტი საათის განმავლობაში. ეს, პრაქტიკულად, სწორია, მაგრამ არა ყველასთვის. აღმოჩნდა, რომ ძილის საათების აუცილებელი რაოდენობა დამოკიდებულია ასაკობრივ ფაქტორზე, ანუ სხვადასხვა ასაკში ეს ციფრი იცვლება.


ჩარლზ ქსეილერმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჩაატარა საინტერესო კვლევა, რომლის მიზანიც იყო განესაზღვრა ძილის საათების აუცილებელი რაოდენობა თითოეული ასაკობრივი ჯგუფისთვის. მან შემდეგნაირი შედეგები მიიღო:

  1. ახალშობილებისთვის (0-3 თვე) აუცილებელია 14-17-საათიანი ძილი;
  2. ჩვილებს (4-11 თვე) - 12-15 საათით;
  3. ბავშვებს (1-5 წლის) - 11-14 საათი;
  4. სკოლამდელი ასაკის ბავშვებს და დაბალკლასელებს (6-13 წლამდე) - 9-11 საათით;
  5. მოზარდებს (14-17) - 8-10 საათი;
  6. ახალგაზრდებს (18-25 წელი) - 7-9 საათი;
  7. ზრდასრულებს (26-64 წელი) - 7-9 საათი;
  8. მოხუცებს (65+ წელი) - 7-8 საათი.
თუმცა, ყველასთვის ერთი უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს. აქ ფეხსაცმლის ზომასავითაა სიტუაცია. უნდა შეარჩიოთ ინდივიდუალური გრაფიკი და ჩაატაროთ პირადი ექსპერიმენტი. ძილი ძალიან საინტერესო თემაა და ჩვენ შორს ვართ იმის სრულად გაგებისგან, თუ როგორ უნდა გვეძინოს სწორად, რამდენი ხანი უნდა გვეძინოს და მაინც როგორ მოქმედებს ეს ჩვენს ორგანიზმზე. ამიტომ მეცნიერები მუდმივად ატარებენ ექსპერიმენტებს და შეისწავლიან ძილის ფენომენს.


ალბათ შეიძლება იმის თქმა, რომ უძილობა დამღუპველად მოქმედებს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ეს მოქმედებს კოგნიტურ ფუნქციებზეც: რეაქცია ნელდება, ყურადღების კონცენტრაცია იკლებს. განსაკუთრებით, თუ უძილობა ქრონიკულია. თუმცა, არსებობს ერთი საინტერესო თავისებურება: ადამიანს, რომელსაც 4 საათით ეძინა, შეუძლია ისეთივე ყურადღებიანი იყოს, როგორიც მას, ვისაც 7 საათის მანძილზე ეძინა.


თუმცა, პრობლემა სხვა რამეშია. თითოეული ადამიანი, რაღაც მისიის შესრულებისას, გამოიძინა მან თუ არა, დროდადრო კარგავს ფოკუსირების უნარს. აი, მახეც აქვეა. თუ ადამანმა გამოიძინა, იგი სწრაფადვე იბრუნებს კონცენტრაციას და ფოკუსირდება დავალებაზე. ხოლო იმ ადამიანის ტვინისთვის, რომელსაც მხოლოდ 4 საათი ეძინა, ეს თითქმის შეუძლებელი დავალებაა.


პროფესორი კლიფორდ საპერი ჰარვარდიდან ამბობს: "გამოუძინებელი ადამიანის ტვინი ფუნქციონირებს ნორმალურად, თუმცა, დროდადრო მას ელექტონულ ხელსაწყოზე კვების მიწოდების ხარვეზისმაგვარი რაღაც მოსდის." ასეთი ხარვეზის დროს, ტინში აქტიურდება ზონა, რომელიც პასუხს აგებს შიშზე. მაშინ იგი იწყებს მოქმედებას ისე, თითქოს ადამიანს საფრთხე ემუქრება. ეს კუნთების დაძაბულობით, სველი ხელისგულებითა და არასტაბილური ემოციური მდგომარეობით გამოიხატება.

ყველაზე მთავარი ისაა, რომ ასეთი ადამიანი ვერ ამჩნევს შრომისუნარიანობის დაქვეითებას, ჩნდება უსაფრთხოობის მცდარი შეგრძნება. ამას სერიოზული შედეგების გამოწვევა შეუძლია. სწორედ ამიტომ, არ ღირს საჭესთან დაჯდომა გამოუძინებელ მდგომარეობაში.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.